შალვა პაპუაშვილი დავით ხაჯიშვილს, რომელმაც ბიძინა ივანიშვილს „ქართველი იანუკოვიჩი“ უწოდა - ქართველი კი არა, ნამდვილი იანუკოვიჩი, თქვენი პარტიის ლიდერი სააკაშვილი ზის ციხეში
გიორგი ვაშაძე - ნამდვილად გასაკეთებელია უცხო ძალის ინტერესების გამტარებლების რეესტრი, ოღონდ ამ რეესტრში დასარეგისტრირებელია მხოლოდ „ქართული ოცნება“
კახა კალაძე - სამწუხაროდ, არსებობს კადრები, როდესაც ლევან ხაბეიშვილი გარბის, შევარდა პოლიციის კორდონში და იქ რა მოხდა?
პრეზიდენტი - ამ ურთულესი გამოწვევებისას ქართველ ხალხს ჩვენი ევროპელი პარტნიორებისა და მეგობრების მხარდაჭერა სჭირდება
ანრი ოხანაშვილი ოპოზიციას - ხომ იმარჯვებთ არჩევნებში? რა გაშინებთ?
ესტონეთის, ლიეტუვისა და ლატვიის პრეზიდენტები - დღეს უკრაინელები, მოლდოველები და ქართველები ევროპული ღირებულებებისთვის და ევროპული ოჯახისთვის იბრძვიან
კახა კალაძე - მოწოდებები ისმოდა, რომ პარლამენტის შესასვლელების ბლოკირება მომხდარიყო - ვინ აკეთებს ამას?
არმაზ ახვლედიანი - ჯერ არ შესულა ძალაში ეს კანონი და უკვე მოქმედებს

ჯენი კვანტალიანი

09.17.2023 | 15:00 ნახვები: 894

სახელი, გვარი - ჯენი კვანტალიანი

დაბადების წელი - 1986

მედიასაშუალება - აჭარის ტელევიზია

პოზიცია - ახალი ამბების ჟურნალისტი

მედიასაშუალებები, სადაც გიმუშავნიათ - , “აჭარის ტელევიზია”, გაზეთი “ქუთაისური ვერსია”, ჟურნალი “ჩვენებურები”, გაზეთი “თეატრალური ქუთაისი”, რადიო “ივერიონი”,  Tv “რიონი”

 

თქვენი პირველი დღე მედიაში? - საინტერესო და მღელვარებით სავსე იყო

თქვენი პირველი მასალა? - ხელოვანზე, რომელიც მუსიკალურ სასმისებს ამზადებდა ხისგან, განსაკუთრებულად დამამახსოვრდა ეს მასალა, მაშინ 17 წლის ვიყავი.

არის დღეს მედია მეოთხე ხელისფლება? - მინდა რომ იყოს

რა არის საზოგადოების დაკვეთა? - რასაც ეკრანზე, ონლაინ პლათფორმებზე ვხედავთ.

ვის მიიჩნევთ საინტერესო რესპონდენტად? - ყველას, ვინც ზედაპირული და დემაგოგი არ არის.

რომელია ექსკლუზივი, რომელიც დღემდე გახსოვთ? - თამბაქოს კონტრაბანდა სარფის საზღვრიდან, თურქი მებაჟეების მიერ საქართველოს მოქალაქეებზე ძალის გადამეტების ფაქტი და სხვა რამდენიმე გამორჩეულად დასამახსოვრებელი და ექსკლუზიური მასალა.

რომელი იყო ყველაზე რთული დღე მედიასაქმიანობაში? - ბათუმში კორპუსის ჩამონგრევის გაშუქება და დაღუპულთა ნანგრევებიდან ამოყვანის  პირდაპირ ეთერში ტრანსლირება.

რომელია დღე, ფაქტი, მოვლენა, რომელიც გახარებთ? - შოვის ტრაგედიისას, გადარჩენილთა შესახებ ამბები იყო ის, რაც დიდი ტკივილის ფონზე შვებას მგვრიდა.

რა (სად) არის თქვენთვის კომპრომისის ზღვარი? - სიტუაციას გააჩნია

რომელი უფრო მნიშვნელოვანია - იყო პირველი თუ იყო მართალი? – იყო მართალი გაცილებით მნიშვნელოვანია, ვიდრე იყო პირველი და დაშვებული შეცდომის გამო რეპუტაცია შელახო.

ვინ არის რესპონდენტი, რომელიც ვერ ჩაწერეთ? - არ მახსენდება ასეთი

რომელი ხელისუფლება იყო მედიასთან უფრო გახსნილი? - ერთი შეფასებით არცერთი, არიან ცალკეული რესპონდენტები

მასალას ჟურნალისტი „აკეთებს“ თუ რესპონდენტი? – ჟურნალისტი

ვინ არის პერსონა, რომელთანაც არასოდეს ითანამშრომლებთ? - არ ვიტყვი საჯაროდ, არ ვთანამშრომლობ

რა ვითარებაში გისარგებლიათ თქვენი გავლენით? – არ ვსარგებლობ

რაზე გწყდებათ გული? - ბევრ რამეზე, ძალიან ბევრზე…

რა სახის ინფორმაციას არ გაავრცელებთ არასოდეს? – ტყუილს

რომელია ქართული მედიის „ოქროს ხანა“? – იყო კი ასეთი აქამდე? იმედია, მომავალში იქნება…

რისი გეშინიათ? – პროფესიაში არაფრის

„დაინგრა“ თუ „აშენდა“, რომელს ტრნასლირებთ პირველს? – დაინგრა, ვინაიდან აშენება ძირითადად რომელიმე კომპანიის/პირის პიარია, დანგრევა არაჯეროვნად შესრულებული სამუშაოების შედეგი.

რა უფრო მეტია ქართულ მედიაში - ნეგატივი თუ პოზიტივი? – ნეგატივი ჭარბობს, ფაქტია

როგორია ქართული მედიის თავისუფლების ხარისხი? - უხარისხოა

ვინ არის კოლეგა, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებთ? - ყველა კოლეგას ვაფასებ, ვინც კოლეგებს არ “აშავებს”

რა არის ჭარბად ქართულ მედიაში? – ისტერია

რა აკლია ქართულ მედიას? – დაბალანსებული ინფორმაციები

რომელ სატელევიზიო არხს უყურებთ? – ერთეულებს

გაზეთი, რომელსაც კითხულობთ - გაზეთს არა, ონლაინ გამოცემებს ვკითხულობ, რადიოს უკვე იშვიათად ვუსმენ…

რჩეული ონალინ გამოცემა - ვერ გამოვყოფ, არის ერთეულები, ვისაც შედარებით ვენდობი

რატომ გაურბის ქართული ბიზნესი მედიაში ინვესტირებას? - თავად ბიზნესმენებს უნდა ვკითხოთ

რა დოზითაა წარმოდგენლილი ქართულ მედიაში პოლიტიკური გავლენა? – იმაზე მეტით, ვიდრე წარმოგვიდგენია

რა გაღიზიანებთ? - ტყუილების ტირაჟირება

რა გახარებთ? - პროფესიაში, მომავლის იმედი

როგორია კონკურენტებთან დამოკიდებულება? -  კოლეგიალური

რას არ პატიობთ კოლეგას? – კოლეგებზე თავდასხმას, პირადად თუ მომზადებული მასალით

კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე არ მიგიღიათ? - არის რამდენიმე

რას ნანობთ? - წლებს

რითი ხართ კმაყოფილი? - იმ მოგვარებული პრობლემებით, რომელიც ჩემს მიერ მომზადებული მასალების შემდეგ შესაძლებელი გახდა.

რა არის მთავარი - სიმართლე თუ სამართლიანობა? – სამართლიანობას ახლავს სიმართლეც

იაზრებენ თუ არა მედიაწარმოამდგნლები თავის როლს სოციუმში? - მეტნაკლებად

რატომ აღარ გვენდობა ხალხი? - უმჯობესია მათ გვითხრან რატომ

არის თუ არა მედია ხალხთან ახლოს? - როცა ხალხი სჭირდებათ, კი

მედია-ჟურნალისტიკაა, ბიზნესი თუ სკანდალისტიკა? - დღეს ყველაფერია უკვე

რა არის მედიასტანდარტი? - ის რაც დარღვეულია

რატომ დაავიწყდა ქართულ მედიას მედია სტანდარტი? - არ დავიწყებია, ახსოვს…

შეგიძლიათ დასახელება კოლეგის, რომელიც ეთერში არ უნდა იჯდეს? - არ დავასახელებ

რატომ გაურბიან მედიის წარმომადგენლები კოლეგებზე კრიტიკულად საუბარს? - ასეც უნდა იყოს, რას მოიტანს კოლეგიალური დაპირისპირება?

ვინ არის ქართულ მედია მეტრი? - არ მახსენდება

რატომ გვყავს მედია „დედები და მამები“? - ასეთიც არის?

რეიტინგი თუ აკადემიური ჟურნალსტიკა? - ორივე

რა არ უნდა გააკეთო ექსკლუზივისთვის ჟურნალისტმა? - ღირსება არ უნდა დაკარგო

რა კითხვა არ უნდა დასვს ჟურნალისტმა? - ყველა კითხვა უნდა დასვას, რაც პირად სივრცეს და პერსონალურ ინფორმაციას არ ეხება.

არსებობს თუ არა ჟურნალისტიკაში ე.წ. დოგმა? - წესით კი

რატომ ჰგავს ყველა ქართული ტელევიზიის ე.წ. ბადე ერთმანეთს? - ვფიქრობ, არ ჰგავს

რა არის ჟურნალისტიკის მთავარი ფუნქცია - საზოგადოებას მოუყვეს რეალური, დაბალანსებული ამბავი ისტერიკის და პირადი მოსაზრების გარეშე

საზოგადოების ინფორმირებულობა თუ პროპაგანდა? - პირველი

არსებობს თუ არა ობიექტური ჟურნალისტიკა და თუ არსებობს, რაში გამოიხატება? - მინდა , რომ არსებობდეს

აქვს თუ არა ჟურნალისტს საკუთარი აზრის საჯარო გამოთქმის უფლება მედიასაშაულებით? - მე არ გამოვთქვამ, სხვამ თავის ქმედებაზე ისაუბროს

უნდა არსებობდეს თუ არა ჟურნალისტიკის ფაკულტეტი? - უკვე აღარ, ყველა მოქალაქეს შეუძლია გახდეს უკვე ჟურნალისტი. დღევანდელ რეალობაში, ინფორმაცია საინფორმაციო საშუალებებზე ადრე, სწორედ მოქალაქეების მიერ ვრცელდება.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა