გოჩა მირცხულავა: რიჟვაძეს კი არა, ღარიბაშვილსა და კალაძეს ერთდროულად ესროლეს ეს ტყვია
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
პროკურატურა - ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“
რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
ალბი კორძაიას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
ლევან რატიანი - თორნიკე რიჟვაძის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა
Russia launches 120 strikes on Sumy region in past 24 hours, killing four
War update: 188 combat engagements on frontline over past day

პენტაგონში ადასტურებენ უკრაინისთვის დამატებითი იარაღის გაგზავნას

08.07.2025 ნახვები: 221

აშშ-ის თავდაცვის სამინისტრო აცხადებს, რომ პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მოთხოვნით უკრაინას დამატებით იარაღს უგზავნიან.

პენტაგონის პრესსპიკერის, შონ პარნელის შესაბამისი განცხადება უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.

„პრეზიდენტ ტრამპის მითითებით, თავდაცვის სამინისტრო უკრაინას დამატებით თავდაცვით იარაღს უგზავნის, რათა უკრაინელებს შეეძლოთ საკუთარი თავის დაცვა, მაშინ, როცა ჩვენ ვმუშაობთ მდგრადი მშვიდობის უზრუნველსაყოფად და მკვლელობების შესაჩერებლად“, - აღნიშნულია განცხადებაში.

პენტაგონში აცხადებენ, რომ ჩარჩო, რომელიც მთელ მსოფლიოში სამხედრო გადაზიდვების შეფასებას ეხება, ძალაში რჩება და „ამერიკა უპირველეს ყოვლისა“ თავდაცვის პრიორიტეტების განუყოფელი ნაწილია.

შეგახსენებთ, აშშ-ის ადმინისტრაციამ მიმდინარე თვის დასაწყისში უკრაინისთვის ძირითადი იარაღის, მათ შორის Patriot-ის ტიპის რაკეტების მიწოდება, პენტაგონის მიერ მარაგების გადახედვის გამო შეაჩერა.

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები უკრაინას მეტ იარაღს გაუგზავნის, რათა ქვეყანას რუსეთის თავდასხმებისგან თავის დაცვაში დაეხმაროს. „ჩვენ კიდევ უფრო მეტ იარაღს გავგზავნით. აუცილებლად უნდა გავაგზავნოთ. მათ უნდა შეეძლოთ თავის დაცვა. ახლა ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ისინი ძალიან ძლიერ დარტყმებს იღებენ. ჩვენ მეტი იარაღის, უპირველეს ყოვლისა, თავდაცვითი იარაღის გაგზავნა მოგვიწევს“, - განაცხადა ტრამპმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა