Ukraine will be able to stabilize frontlines in coming months - ISW
Russia loses 1,096 more soldiers in Ukraine
Ukrainian air defenders shoot down five drones overnight
Ukraine war update: 88 combat clashes on front lines in past 24 hours
SBU's special forces hit 25 enemy tanks in two weeks
Japan joins coalition to return Ukrainian children
Umerov thanked Denmark for its support in defense sector
President: Every media story about Russia's circumvention of sanctions limits Putin's terror

რა სამოქმედო გეგმა წარუდგინა ქართულ მწერლობას ქეთი დუმბაძემ?!

09.05.2023 | 18:10 ნახვები: 430

ქეთევან დუმბაძე მწერალთა სახლში საქმიანობას შეუდგა. 
ქეთევან დუმბაძე სსიპ საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის პოზიციაზე საქმიანობას შეუდგა. ამის გამო მას, კანონით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტის წევრის უფლებამოსილება მომდევნო დღეებში შეუწყდება.
შეგახსენებთ: საქართველოს მწერალთა სახლის დირექტორის თანამდებობას 2011 წლიდან 2023 წლის 7 აგვისტომდე ნატა ლომოური იკავებდა. იგი ამ პოზიციაზე ოთხწლიანი ვადით 3-ჯერ დაინიშნა, 7 აგვისტოს კი აღნიშნულ თანამდებობაზე ყოფნის ვადა ამოეწურა.
როგორც ამას ითვალისწინებს საქართველოს კანონმდებლობა, ქეთევან დუმბაძეს, როგორც ახალ ხელმძღვანელს, შემუშავებული აქვს მწერალთა სახლის მართვის, ლიტერატურის სფეროს სტიმულირებისა და განვითარების ოთხწლიანი სამოქმედო გეგმა მკაფიოდ განსაზღვრული მიზნებითა და ამოცანებით. გეგმის მიხედვით, მთავარი ამოცანაა, მწერალთა სახლი, როგორც საზოგადოებისათვის თავისუფალი ლიტერატურული კერა და შეხვედრებისა და იდეათა გაცვლის ადგილი, გახდეს უახლესი შემოქმედებითი მიმდინარეობების პოპულარიზაციის, ინოვაციური პროგრამების, მრავალფეროვანი პროექტების, პარტნიორობის, კონკურსებისა და პრემიების დაარსების, შემოქმედებითი იდეების გაცვლისა და ცოცხალი ლიტერატურული პროცესის წახალისების გარანტი. მწერალთა სახლი ასევე უნდა იყოს გარანტი, რომ ავტორთა პრობლემები და საჭიროებები დროულად იქნება შესწავლილი და გაანალიზებული.
მნიშვნელოვანია, საზოგადოების ყველა სეგმენტისთვის ლიტერატურა უფრო ხელმისაწვდომი გახდეს, ამისთვის კი უკეთესი პირობები უნდა შეიქმნას. ასევე მნიშვნელოვანია ახალგაზრდებთან, ეთნიკურ უმცირესობებთან, ემიგრანტებსა და მოწყვლად სეგმენტთან ლიტერატურული პროცესების მეტად დაახლოება მრავალფეროვანი პროექტების საშუალებით. ასევე, უნდა გააქტიურდეს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციის პროცესი როგორც საქართველოს, ისე საერთაშორისო მასშტაბით. ლიტერატურული პროცესის მხარდაჭერის გაზრდისთვის უნდა გაღრმავდეს მწერალთა სახლის თანამშრომლობა ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან, ხოლო ლიტერატურული მემკვიდრეობის დასაცავად უნდა დაინერგოს სიახლეები.
საქართველოს მწერალთა სახლი საზოგადოებას შესთავაზებს ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, დისკუსიებს, კონფერენციებს, მასტერკლასებს, ასევე - ქართველი და უცხოელი მწერლების, ლიტერატურის თეორეტიკოსების, კულტუროლოგების ლექციებს, გამოფენებს, თემატურ სიმპოზიუმებსა და სამუშაო შეხვედრებს. მნიშვნელოვნად გაიზრდება მასტერკლასების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ხელშეწყობა მთარგმნელობითი საქმიანობის გასაუმჯობესებლადაც.
საქართველოს მწერალთა სახლის ახალი სამოქმედო გეგმა შემუშავებულია ქეთევან დუმბაძის მიერ, რომელიც ოფიციალურად წარედგინა საქართველოს კულტურის სამინისტროს. სამოქმედო გეგმა:
 
 

"სსიპ-ის, მწერალთა სახლის, მართვისა და ლიტერატურის სფეროს სტიმულირების

სამოქმედო გეგმა

4-წლიანი სამოქმედო გეგმა (პროგრამა)

ახალი მენეჯმენტის მთავარი ამოცანაა ქართველი მწერლების, კულტურის
მოღვაწეებისა და საზოგადოებისთვის მწერალთა სახლის ლიტერატურულ კერად -
შეხვედრებისა და იდეათა თავისუფალი გაცვლის ადგილად შენარჩუნება.
მწერალთა სახლი ლიტერატურული პროცესების განვითარების ხელშეწყობის,
წარმოჩენის, პოპულარიზაციის, დისკუსიების თავისუფალი და ხელმისაწვდომი
სივრცეა ავტორებისა და მათთვის, ვისთვისაც მნიშვნელოვანია ქართული მწერლობა
და ის გამოწვევები, რომელთა წინაშეც, საზოგადოდ, დგას ქართული კულტურა.
დიდი ტრადიციების მქონე მწერალთა სახლი არა მარტო კულტურული
მემკვიდრეობის დაცვისა და თანამედროვე ეროვნული თუ მსოფლიო მწერლობის
მიღწევების წარმოჩენის, არამედ უახლესი შემოქმედებითი მიმდინარეობების
პოპულარიზაციის, ინოვაციური პროგრამების, მრავალფეროვანი პროექტების,
პარტნიორობის, კონკურსებისა და პრემიების დაარსების, შემოქმედებითი იდეების
გაცვლისა და ცოცხალი ლიტერატურული პროცესის წახალისების გარანტად უნდა
იქცეს.

მწერალთა სახლის საქმიანობის მიზნები და ამოცანები
მწერალთა სახლის საქმიანობის მიზნებია:
❖ შექმნას სათანადო პირობები ფართო საზოგადოების ლიტერატურასთან
დაახლოებისა და ცოცხალ კულტურულ პროცესებთან ზიარებისთვის;
❖ განსაზღვროს ლიტერატურის სფეროს სხვადასხვა მიმართულების დაფინანსების
გამჭირვალე და მოქნილი მექანიზმები ფორმალური და არაფორმალური
ორგანიზაციების, ჯგუფებისა და მათში გაერთიანებული პირებისთვის, თავისუფალი
ხელოვანებისთვის;
❖ ხელი შეუწყოს ლიტერატურული მემკვიდრეობის დაცვისა და მოვლა-პატრონობის
ინოვაციური გზების ძიებასა და სიახლეების დანერგვას;
❖ წაახალისოს თანამედროვე ლიტერატურული პროცესები, ხელი შეუწყოს მწერალთა
და ლიტერატურის კრიტიკოსთა გააქტიურებას;
❖ ხელი შეუწყოს ქართული ლიტერატურის პოპულარიზაციას ქვეყნის მასშტაბით და
უცხოეთში;

❖ დაამყაროს კონტაქტები, ხელი შეუწყოს შემოქმედებითი თანამშრომლობის
გაღრმავებას ადგილობრივ და საერთაშორისო ორგანიზაციებთან, ფონდებთან,
დიპლომატიური მისიების წარმომადგენლებთან, ბიზნესსექტორთან და ა. შ.;
❖ ხელი შეუწყოს ადგილობრივ და საერთაშორისო წიგნის ფესტივალებში,
კონფერენციებსა და სიმპოზიუმებში მონაწილეობას, ლიტერატურისა და ხელოვნების
განვითარების ხელშემწყობ პროცესებში აქტიურად ჩართვას როგორც ქვეყანაში, ისე -
საერთაშორისო დონეზე;
❖ შეისწავლოს ცალკეულ ავტორთა პრობლემები და საკითხის შესწავლისა და
ანალიზის საფუძველზე დროულად აღმოფხვრას ისინი, ხელი შეუწყოს მიმდინარე
ლიტერატურულ პროცესებში ავტორთა აქტიურად ჩართვას და ამ მიზნით შეიმუშაოს
სათანადო სამოქმედო გეგმები და პროექტები, ხელი შეუწყოს საკანონმდებლო
ინიციატივების გააქტიურებას;
❖ დარგის ხელშეწყობის, მწერალთა მოტივაციის გაზრდისა და წახალისების მიზნით
დააწესოს ლიტერატურული კონკურსების პრემიები, შეიმუშაოს თემატური და
მიზნობრივი პროექტები;
❖ ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდების ხელშესაწყობად ჩართოს
ისინი ლიტერატურულ-საგანმანათლებლო-შემეცნებით პროექტებში, შესთვაზოს
პროფესიული სალექციო კურსები და შემოქმედებითი სემინარები;
❖ გაააქტიუროს თანამშრომლობა აფხაზურ და ოსურ კულტურულ-შემოქმედებით
საზოგადოებებთან, შეიმუშაოს საერთო ინტერესების შესაბამისი ფორმატი,
განახორციელოს ისეთი ერთობლივი პროექტები, რომლებიც ხელს შეუწყობს
ინტეგრაციის პროცესის დაჩქარებას;
❖ გაააქტიუროს ლიტერატურული თანამშრომლობა საქართველოში მცხოვრებ
ეთნიკურ უმცირესობათა კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრებთან, ხელი
შეუწყოს ერთობლივი პროგრამებისა და პროექტების განხორცილებას;
❖ გაააქტიუროს შემოქმედებითი თანამშრომლობა ემიგრანტებთან; გამოავლინოს
საინტერესო, ნიჭიერი ავტორები, განახორციელოს ერთობლივი პროექტები; ხელი
შეუწყოს საკვირაო სკოლების შექმნასა და სათანადო ლიტერატურით მათ
მომარაგებას, ჩვენი ქვეყნის კულტურულ ცხოვრებაში ემიგრანტების აქტიურად
ჩართვას, მათთვის ლიტერატურული კონკურსების დაარსებას;
❖ შეიმუშაოს პროექტები მოწყვლადი სეგმენტის წარმომადგენლებისთვის, შშმ
პირებისთვის და ა. შ.
ამ მიზნების განსახორციელებლად მწერალთა სახლი ისახავს შემდეგ ამოცანებს:
1. საქმიანობის მოკლე (ერთწლიანი) და ხანგრძლივი (ოთხწლიანი) სტრატეგიის
შემუშავება.
2. ქართული მწერლობის პოპულარიზაციის მიზნით მოქმედი „წიგნის ცენტრის“
ფუნქციების გაფართოება და ლიტერატურული ურთიერთობებისა და მხატვრული
თარგმანის სახელოსნოს (ცენტრის) შექმნა.

3. საერთაშორისო ურთიერთობების გააქტიურება და გამრავალფეროვნება; ევროპისა
და სხვა პარტნიორ ქვეყნებთან, საერთაშორისო ორგანიზაციებსა და ფონდებთან
თანამშრომლობით კულტურული პროგრამების განხორციელება და
კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავება.
4. პრესტიჟულ საერთაშორისო ფორუმებსა და წიგნის ფესტივალებში მონაწილეობის
გააქტიურება.
5. სარეზიდენციო პროგრამების განხორციელება.
6. აქტიური თანამშრომლობა საგამომცემლო სექტორთან.
7. ლიტერატურული გაზეთის გამოცემა.
8. ლიტერატურული და შემეცნებით-საგანმანათლებლო მიმართულების დანერგვა
(ლიტერატურული კრიტიკის, რედაქტორისა და კორექტორის, ლიტაგენტისა და
კულტურის ჟურნალისტიკის პროფესიული ლექციების ორგანიზება).
9. საბავშვო და საყმაწვილო ლიტერატურის განვითარების ხელშეწყობა.
10. რეგიონული პროექტების შემუშავება და განხორციელება.
11. ახალგაზრდა თაობის მოზიდვა - დებიუტანტი მწერლების გამოვლენა და
ხელშეწყობა.
12. ქართული ლიტერატურის სცენასა და ეკრანზე დაბრუნების ხელშეწყობა.
13. აქტიური თანამშრომლობა ლიტერატურის მუზეუმებსა და რეგიონების
კულტურის ცენტრებთან.
14. ლიტერატურული ტურიზმის განვითარებისთვის სათანადო მარშრუტების
შემუშავება.
15. ილუსტრატორთა და წიგნის გრაფიკოსთა ხელშეწყობის პროგრამის შემუშავება.
16. ქართველ მწერალთა საძიებო ვებგვერდის შექმნა.
პრიორიტეტული თემების განხორციელებისას მწერალთა სახლი არ დაიშურებს
ძალისხმევას პროცესების გამჭვირვალობისთვის. საზოგადოებას შესთავაზებს
ავტორთა შემოქმედებით საღამოებს, დისკუსიებს, გამოფენებს, თემატურ
სიმპოზიუმებს, სამუშაო შეხვედრებს, კონფერენციებს, მასტერკლასებს, ქართველი და
უცხოელი მწერლების, ლიტერატურის თეორეტიკოსების, კულტუროლოგების
ლექციებს; მთარგმნელობითი საქმიანობის გასაუმჯობესებლად ხელს შეუწყობს
მასტერკლასების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ჩატარებას.
საქართველოს აქვს პოტენციალი, გახდეს მსოფლიოში მიმდინარე ლიტერატურული
პროცესების ორგანული ნაწილი - მონაწილე და ღირსეული მასპინძელი.
საქართველო უნდა გადაიქცეს საერთაშორისო ლიტერატურული ფესტივალების,
წიგნის ბაზრობების, ფორუმებისა და კონფერენციების, მნიშვნელოვანი
ლიტერატურული პროცესების ჰაბად, რაც გაზრდის ჩვენი ქვეყნის ცნობადობას, ხელს
შეუწყობს ქართული ლიტერატურული მემკვიდრეობისა და თანამედროვე
მწერლობის პოპულარიზაციას, მსოფლიო თანამეგობრობაში საქართველოს
ინტეგრაციის პროცესის გაღრმავებას", -წერია სამოქმედო გეგმაში. 

 

ცნობისთვის, ქეთი დუმბაძის წინააღმდეგ 100-მდე მწერალი გაერთიანდა, ისინი ქეთი დუმბაძის მწერალთა სახლის დირექტორად დანიშვნას არ აღიარებენ და კულტურის სამინისტროს გადაწყვეტილებას ბოიკოტს უცხადებენ. 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა