თბილისში, ამაღლების ქუჩაზე პოლიციელებსა და მოქალაქეებს შორის დაპირისპირება მოხდა
პროკურატურა - სტრასბურგის სასამართლომ 2019 წლის 20-21 ივნისის მოვლენებთან მიმართებაში, პროცედურულ ნაწილში, კონვენციის მე-3 მუხლის დარღვევა დაადგინა
ნიკა კაცია მოსამართლე თამარ მჭედლიშვილს - მშვიდად გეძინათ თუ არა იმ უსამართლო განაჩენის შემდეგ, რომელიც საბა ჯიქიას გამოუტანეთ?
გარდაბნის კრიმინალური პოლიციის უფროსი გიორგი ჯანიკაშვილი - აქციის მონაწილეების მხრიდან ნასროლი ქვა მომხვდა თავში - არ დამინახავს, ვინ მესროლა და ვერ შევძლებ რომელიმე ამოვიცნო
დევიდ ლემი - არ ვარ ინფორმირებული საქართველოსა და იქ კორუფციულ საქმიანობასთან დაკავშირებით, მაგრამ ამ საკითხს ყურადღებით განვიხილავ და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებს წარვუდგენთ
ახალი, ავტომატური დავალებები თიბისის მობაილბანკის ინვესტიციების პლატფორმაზე
გიორგი ვაშაძე - გამარჯვების გზა მარტივია: უკომპრომისობა „ქოცებთან“, კომპრომისი ერთმანეთთან
War update: 214 clashes on front lines, heaviest fighting in Pokrovsk, Novopavlivka sectors

ზელენსკი ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელია - ქადაგიშვილი

01.06.2023 ნახვები: 442

"ოცნების" წევრი ირაკლი ქადაგიშვილი "გამიზნულად გაკეთებულს" უწოდებს ურაინის პრეზიდენტის ვოლოდიმერ ზელენსკი განცხადებას.

ქადაგიშვილის თქმით, ეს არის შურისძიება, რომ საქართველოს რეპუტაცია დაზიანდეს მაშინ, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი ახლოვდება.

მისივე განცხადებით, ზელენსკი, ამ განცხადებით ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელია.

"ეს არის გამიზნულად გაკეთებული განცხადება. ერთგვარი შურისძიებაა, რომ ერთგვარად დაზიანდეს საქართველოს რეპუტაცია და განსაკუთრებით, როდესაც კანდიდატის სტატუსის საკითხი ახლოვდება, ერთგვარ ულტიმატუმს უყენებს დასავლეთს, რომ საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება მისთვის მიუღებელი იქნებოდა, ეს არის და ეს მიზანი აქვს ამ განცხადებას ან მეორე მხრივ ის, რომ საქართველომ უარი თქვას თავის პოლიტიკაზე და ესკალაციის გზით წავიდეს რუსეთის ფედერაციასთან". - ამბობს ქადაგიშვილი.

 

 
 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა