ბადრი ჯაფარიძე: „ქართული ოცნების“ ლიდერმა პარტიების აკრძალვის შესახებ განაჩენი წინასწარ გამოიტანა – ეს საკონსტიტუციო სასამართლოს უდიდესი შეურაცხყოფაა
მიხაილო ფედოროვი შეიარაღებული ძალების ხელმძღვანელობაში ბრუნდება
სახალხო დამცველი: დავით ფეიქრიშვილმა სავარაუდო დანაშაულში პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების შესაძლო მონაწილეობაზეც მიუთითა – გამოძიება პროკურატურამ უნდა აწარმოოს
Zelensky names hardest day for him during war
ზურაბ გირჩი ჯაფარიძე საკონსტიტუციო სასამართლოს პროცესზე: ყველამ იცის, რომ ბიძინა უყურებს – ზოგი თავის მოწონებას ცდილობს, ზოგი კი ჩუმად ყოფნას და ბოლოს გადაწყვეტილებაზე ხელის მოწერას
უკრაინელმა სამხედროებმა მიწისქვეშა კომუნიკაციებით 15 კილომეტრზე მეტი გაიარეს და კუპიანსკის მიმართულებით რუსეთის ჯარების ზურგში შეაღწიეს – 30-ზე მეტი რუსი სამხედრო ტყვედ აიყვანეს
Ukrainian forces advance 15 km behind Russian lines through underground routes on Kupiansk front
Russian forces preparing to resume mechanized attacks in southern Ukraine after months-long pause – military

„შუშის ბოთლი ვისროლე, რასაც მოჰყვა აალება და მსხვრევა“ - ლაზარე გრიგორიადისის ჩვენება

ნახვები: 1579 „შუშის ბოთლი ვისროლე, რასაც მოჰყვა აალება და მსხვრევა“ - ლაზარე გრიგორიადისის ჩვენება

"კურიერმა" მოიპოვა 7-8 მარტის მოვლენებში ბრალდებულის, ლაზარე გრიგორიადისის ჩვენება, სადაც ის დეტალურად აღწერს აქციაზე განვითარებულ მოვლენებს.

ლაზარე გრიგორიადისი ჩვენებაში აღიარებს, აქციაზე ე.წ. მოლოტოვის კოქტეილის სროლას და პოლიციის ავტომობილების გადაწვას. როგორც მის ჩვენებიდან ირკვევა, ბრალდებული გრიგორიადისის მიერ, მარტივად აალებადი ნივთიერებით სავსე ბოთლის სროლას მოჰყვა ამ უკანასკნელის მსხვრევა და აალება.

„ბენზინით სავსე შუშის ბოთლი ვისროლე, რასაც მოჰყვა ბოთლის აალება და მისი მსხვრევა“ - ამბობს ლაზარე გრიგორიადისი.

ამასთან, გამოძიებისთვის მიცემულ ჩვენებაში ლაზარე გრიგორიადისი ადასტურებს, რომ ორჯერ ისროლა ე.წ. მოლოტოვის კოქტეილი და ასევე დაწვა სამართალდამცველების კუთვნილი ავტომობილი. ჩვენებაში გრიგორიადისი აღიარებს კიდევ ერთი ავტომობილის დაწვას, რომელზეც მას ბრალი ჯერ წარდგენილი არ აქვს.

"იქნებოდა უკვე ღამის საათები, 12 საათის შემდგომი პერიოდი, რა დროსაც მამაკაცი აქციის მონაწილეების მხრიდან დაიწყო აგრესია პოლიციის თანამშრომლების მიმართ, რაც გამოიხატებოდა აქციის მონაწილეების ნაწილის მხრიდან პოლიციის თანამშრომლების მისამართით სხვადასხვა მყარი საგნების სროლაში, კერძოდ ქვების, ჯოხების, ბოთლების და ა.შ. მე პარლამენტის შენობის წინ მარცხენა მხარეს, 9 აპრილის ქუჩის მიმდებარე ტროტუარზე შევნიშნე, რომ განთავსებული იყო 2 შუშის ბოთლი, ხოლო მის გვერდით პლასტმასის ბოთლში განთავსებული იყო ბენზინი. მე აღნიშნულ ბოთლებში ჩავასხი ბენზინი, ავიღე ორივე ბენზინით სავსე მცირე ზომის შუშის ბოთლი და გადავინაცვლე 9 აპრილის ქუჩის მიმდებარედ სწორედ იმ ადგილას, სადაც პოლიციის კორდონი იყო გამაგრებული- ამ დროს ვიმყოფებოდი მარტო.

აქვე მოგახსენებთ, რომ ბენზინის შუშის ბოთლში განთავსებით კუსტარულად დავამზადე ე.წ. " მოლოტოვის კოქტეილი" მიმ მიზნით, რომ აქციის მონაწილეებსა და პოლიციის კორდონს შორის არსებული აგრესია და დაპირისპირება გამენეიტრალებინა. კერძოდ მინდოდა რომ ე.წ. " მოლოტოვის კოქტეილი" მესროლა სწორედ პოლიციის კორდონსა და აქციის მონაწილეებს შორის არსებულ სივრცეში.

მე ვიდექი ტროტუარზე და აღნიშნული ბენზინით სავსე შუშის ბოთლი ვისროლე პოლიციის კორდონსა და აქციის მონაწილეებს შორის, რასაც მოჰყვა ბოთლის აალება და მისი მსხვრევა. მახსოვს, რომ პოლიციის კორდონის წინ დაეცა, რის გამოც, პოლიციის თანამშრომლებმა და აქციის მონაწილეებმა უკან დაიხიეს, როგორც დავინახე ჩემი ნასროლი "მოლოტოვის კოქტეილი" არავის მოხვედრია და არავინ დაშავებულა, მათ შორის არც პოლიციის თანამშრომლები.

პირველი ბოთლის სროლიდან მალევე, გარკვეული დროის ინტერვალით, ვისროლე მეორე ბენზინით სავსე შუშის ბოთლი იმავე მიმართულებით, ანალოგიურად აღნიშნულმაც გამოიწვია აალება და მსხვრევა. აღარ მახსოვს ამ ბოთლის სროლამ ვინმეს დაზიანება გამოიწვია თუ არა...

ქაშვეთის ეკლესიის მიმდებარედ ერთ-ერთ ჩამსვლელ ქუჩაზე განთავსებული იყო თეთრი ფერის დაბურულ შუშიანი ავტომობილები, საიდანაც ერთ-ერთს, თეთრი ფერის "შკოდას" მარკის ავტომობილს, რომლის სახელმწიფო ნომერი არ მახსოვს, წავუკიდე ცეცხლი. კერძოდ, თან მქონდა ბენზინის ბოთლი, რომელიც გადავასხი აღნიშნულ ავტომობილს და სანთებლით წავუკიდე ცეცხლი.

რა მიზნით და მოტივით წავუკიდე ცეცხლი აღნიშნულ ავტომობილს არ მახსოვს. სავარაუდოდ, ამ დროს აქციის მონაწილეების მიმართულებით გაუშვეს გაზის ტყვიები, რის გამოც გავღიზიანდი და გადავწყვიტე პოლიციის ავტომობილი
დამეზიანებინა. იმ მომენტში ვერ ვიაზრებდი, რას ვაკეთებდი და ახლა ვნანობ ამ საქციელს.

მეორე დღეს, 8 მარტს საღამოს ისევ გაიმართა საპროტესტო აქცია რუსული კანონპროექტის საწინააღმდეგოდ. მე გასაპროტესტებლად ისევ წავედი რუსთაველის გამზირზე. აქციას შევუერთდი ღამის საათებში. იქნებოდა უკვე 9 მარტი, რა დროსაც დაძაბული ვითარება იყო პოლიციის თანამშრომლებსა და აქციის მონაწილე პირებს შორის, კერძოდ აქციის მონაწილეთა ნაწილი პოლიციის თანამშრომლებს
ესროდა სხვადასხვა საგნებს.

სასტუმრო „მერიოტის“ მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიციის თეთრი ფერის „ტოიოტა კოროლას“ დაბურული ავტომობილი ავაგორეთ რუსთაველის გამზირზე, უშუალოდ სავალ ნაწილზე და ე.წ. ბარიკადის აღმართვის მიზნით გადავაყირავეთ, რის შემდგომაც დავინახე ავტომობილის ბაკიდან, როგორ გადმოისხა ბენზინი, რასაც წავუკიდე სანთებელა ავტომობილის დაწვის მიზნით. ავტომობილს ცეცხლი წაეკიდა, მე აქციის მონაწილეებთან ერთად ვიდექი და ვუყურებდი როგორ იწვოდა ავტომობილი“, - წერს ჩვენებაში ლაზარე გრიგორიადისი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა