War update: Fiercest battles in Pokrovsk and Huliaipole sectors, 213 clashes on front lines
Fire breaks out at Kyiv Pechersk Lavra following Russian attack
In Kyiv, injury toll after Russian attack climbs to 30, four fatalities reported
ვოლოდიმირ ზელენსკი - კიევ-პეჩერის ლავრაზე დარტყმა თავდასხმაა ქრისტიანულ საზოგადოებასა და კაცობრიობის კულტურულ მემკვიდრეობაზე
თბილისში, ქურდიანის ქუჩაზე ერთი ადამიანი მოკლეს და ერთი დაჭრეს
Man detained in Zakarpattia region for threatening wife and children with grenade
Pletenchuk: No enemy ships spotted in Black Sea and Sea of Azov
U.S., Iran reach peace deal

ნიკა მელია მანიპულირებას, მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას უნდა მოეშვას-მიხეილ სარჯველაძე

06.08.2022 ნახვები: 744

ნიკა მელია მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.

დეპუტატმა კომენტარი გააკეთა ნიკა მელიას მიერ სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაზე, სადაც მელია ამბობს: „სადაც არ უნდა ვიყოთ ახლა, ზღვაზე თუ მთაში, ქალაქში თუ აგარაკზე, კარგად უნდა დავფიქრდეთ და საბოლოოდ გავიაზროთ – წინ უბრალოდ პოლიტიკურად ცხელი შემოდგომა კი არა, საეტაპო შემოდგომა გველის! ამ შემოდგომით გადაწყდება, გაზაფხული საქართველოში მოვა, თუ ტფილისის გუბერნიაში“.

„ნონსენსი. აქ მთავარი არის ის, რომ ადამიანს არ შეუძლია, ორ ვარიანტის გარდა მეტი ვარიანტები დაინახოს და თქვას, რომ ან რადიკალური უნდა იყოს, ან საერთოდ თავჩაქინდრული მონის როლი უნდა ჰქონდეს. იმ ადამიანს თვითონ აქვს მსოფლმხედველობაში პრობლემა როგორც ჩანს, რადგან არსებობს რა თქმა უნდა, ნორმალური გზაც და არცერთი ავადმყოფური გზა არ შეიძლება, მისაღები იყოს. რასაკვირველია, ასეთ დროს მნიშვნელოვანია, ნორმალური პოზიცია ჰქონდეს, ნორმალური, გაწონასწორებული, ადამიანური, ისეთი რომელიც ღირსებას არ დააკარგვინებს, არცერთი ის გზა და არჩევანი, რაზედაც საუბრობს ბატონი მელია, მისაღები არ არის. ამიტომ, ასე მხოლოდ შავით და თეთრით აზროვნებას და მანიპულირებას უნდა მოეშვას, არ შეიძლება ასე“, – აცხადებს მიხეილ სარჯველაძე.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა