U.S. aid bill for Ukraine foresees development of long-term aid strategy
ლევან ბეჟაშვილი - არავის უჭირავს ევროპის დროშა ისე ამაყად, როგორც დღეს ქართველ ახალგაზრდებს
ბიძინა ივანიშვილის ნებაზე არ დადის სამყარო და თავისუფლებაში დაბადებული ახალგაზრდობა
EU leaders call on European Council to urgently provide air defense to Ukraine
Zelensky: Occupiers must lose, and each of their losses is Ukraine's strength
ჯო ბაიდენი კონგრესს მოუწოდებს, რაც შეიძლება მალე დაამტკიცოს უკრაინისა და ისრაელის დახმარების პაკეტი
Грузини проти драконівського закону про іноземні впливи
Reuters - „უცხოური აგენტების“ შესახებ კანონპროექტის ბედი ფართოდ განიხილება, როგორც ტესტი იმისა, საქართველო დასავლეთთან ინტეგრაციის გზით სვლას აპირებს, თუ რუსეთთან დაახლოებას

ანი წითლიძე: „ამ არჩევნებზე სააკაშვილის აქტიურობა გადამწყვეტი იქნება!"

09.21.2020 | 10:44 ნახვები: 1616

არჩევნები, როგორც იტყვიან, ეშხში შედის. საერთოდ, წინა არჩევნების გამოცდილებას თუ გავიხსენებთ, ამ დროს ერთ-ერთ ყველაზე ცხელ წერტილად სამეგრელო და, კერძოდ, ზუგდიდი ითვლებოდა ხოლმე, თუმცა ამჯერად დადიანების მამულებში სიმშვიდეა, ანუ „ოცნება" შესაძლოა, ამომრჩეველზე ზეწოლას ცდილობს, მაგრამ როგორც ენმ-ს აგდილობრივი ლიდერი და პარტიის პოლიტსაბჭოს წევრი, ანი წითლიძე გვეუბნება, თვით „ოცნების" მხარდამჭერებიც კი აღიარებენ, რომ ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს. ამასთან, ანი წითლიძე ამბობს, რომ 31 ოქტომბრის არჩევნებზე საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის აქტიურობა გადამწყვეტი იქნება. მოკლედ, როგორია სამეგრელოში წინასაარჩევნო განწყობა და რატომ არის „ოცნება" დამარცხებისთვის განწირული? - გთავაზობთ ინტერვიუს ანი წითლიძესთან.

- ანი, არჩევნებამდე თვენახევარზე ნაკლებია დარჩენილი, ანუ საარჩევნო კამპანია, პრაქტიკულად, გადამწყვეტ ფაზაში შედის და მითხარით, სამეგრელოში, რომელიც ყველა არჩევნების დროს ცხელ წერტილად ითვლება, ხალხს როგორი განწყობა აქვს?

- სამეგრელო ყოველთვის ოპოზიციური იყო და ივანიშვილმაც ძალიან კარგად იცის, რომ მას მხარს არასოდეს უჭერდა. სწორედ ამიტომაცაა სამეგრელოზე განსაკუთრებული წნეხი და ძალადობა, თუმცა ამის მიუხედავად, იგივე შარშანდელი შუალედური არჩევნებისგან განსხვავებით, ადგილობრივი მოსახლეობის განწყობა კიდევ უფრო ოპოზიციურია.
- ამას რის საფუძველზე ამბობთ?
- კარდაკარ დავდივართ და, პრაქტიკულად, ყველა მეორე ამომრჩეველი ოპოზიციურადაა განწყობილი. ხალხი რეალურ ცვლილებებს ითხოვს და ის ადამიანებიც კი, რომლებიც საპრეზიდენტო თუ შუალედურ არჩევნებზე მხარს „ქართულ ოცნებას" უჭერდნენ, ხედავენ, რომ ქვეყანას რეალური ცვლილებები სჭირდება და ივანიშვილის ხელისუფლება, უბედურების გარდა, სამეგრელოს არაფერი მოუტანა!


- უბედურებაში რას გულისხმობთ? ან მას მერე, რაც „მხედრიონმა" სამეგრელოს დამართა, უბედურებაზე საუბარი გამართლებულია?
- ზუგდიდში დავიბადე, გავიზარდე და ახლაც აქ ვცხოვრობ. ასაკის მიუხედავად, „მხედრიონის" პერიოდის სამეგრელოც მახსოვს . ის ეკონომიკური და სოციალური მდგომარეობა, რაც ახლა სამეგრელოშია, შემიძლია, სწორედ „მხედრიონის" პერიოდს შევადარო! სამეგრელოში ადამიანები მასობრივად შიმშილობენ! პენსიონერებს პენსია წინასწარ აქვთ გამოტანილი და ოჯახების რჩენა მათაც აღარ შეუძლიათ, ვინც საშუალო შეძლების მოსახლედ ითვლებოდა.

- ამას რითი ხსნით?
- რვა წლის განმავლობაში, სამეგრელოსთვის ეკონომიკური კუთხით არაფერი გაკეთებულა, ანუ ამ რეგიონისთვის ყველაზე დიდი მოგება ანაკლიისა და ლაზიკის პროექტებს შეეძლოთ, მაგრამ ეს ორივე პროექტი შეჩერდა. მეტიც, მთელი ადგილობრივი ხელისუფლება კორუფციაშია ჩაფლული - ბოლოს და ბოლოს, ზუგდიდის მერი და ვიცე-მერი კორუფციის გამო დაუჭირეს. ყოფილი გუბერნატორიც, ასევე, კორუფციაში იყო ბრალდებული. დღესაც კი, სამეგრელოს ყველა რაიონში აბსოლუტურად ყველა ტენდერს ადგილობრივი მაღალჩინოსნები იგებენ.
მოკლედ, სამეგრელოში ადამიანებს ის სიკეთე, რაც 2012 წელს ხელისუფლების ცვლილებას უნდა მოეტანა, არ უგვრძვნიათ. დოლარის კურსი და პროდუქტის ფასები იზრდება. სანაცვლოდ კი არაფერი გაკეთებულა, რომ რეგიონში თუნდაც დამატებითი სამუშაო ადგილები შექმნილიყო.

- ესე იგი, როგორც 2012-ში, ახლაც სამეგრელოს მოსახლეობას აქვს განცდა, რომ 31 ოქტომბერს ხელისუფლება აუცილებლად უნდა შეიცვალოს?
- ნებისმიერ დემოკრატიულ ქვეყანაში ხელისუფლება ორი ვადის შემდეგ იცვლება და ეს დემოკრატიის, ასე ვთქვათ, წესია. სხვათა შორის, 2012 წელს, „ნაციონალური მოძრაობის" წევრი არ ვიყავი, მაგრამ მაშინ ხალხს რომ ვუყურებდი, ვგრძნობდი, რომ ცვლილებები გარდაუვალი იყო. ახლაც სამეგრელოში ზუსტად იგივე განწყობაა და იგივე „ქართული ოცნების" მხარდამჭერებიც აღიარებენ, რომ ცვლილებები აუცილებელია! ისე, რომ იცოდეთ, „ოცნებას" მხარს მხოლოდ საჯარო მოხელეები და მათი ოჯახის წევრებიღა უჭერენ. უფრო სწორად, ისინიც იძულებულნი არიან, რომ „ოცნების" მხარდამჭერები იყვნენ.

- თუ „ოცნებაც" ხვდება, რომ არჩევნებს აუცილებალდ წააგებს, ამის გამო მოსახლეობაზე წნეხს არ ზრდის? სხვათა შორის, ამ მხრივ სამეგრელო, წეღანდელი თქმისა არ იყოს, ყოველთვის გამოირჩევა, რის დასტურადაც კორცხელისა თუ ზუგდიდის მერად სანდრა რულოსვსის არჩევნების დროს მომხდარი ინციდენტებიც გამოდგება...
- გეთანხმებით, რომ ზეოლა სამეგრელოში ყოველთვის იყო და ეს „ქართული ოცნების" დამახასიათებელი ხელწერაა. ისე, არ მომერიდება და ვიტყვი, რომ ამ კუთხით შეცდომები ყველა ხელისუფლებას ჰქონდა, მაგრამ ის, რასაც „ოცნება" აკეთებს, ყველანაირ ზღვარს სცდება. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ია კერზაია ხელისუფლებამ იმიტომ შეიწირა, რომ „ოცნების" საარჩევნო აგიტაციაში არ ჩაერთო.

დიახ, წნეხი ახლაც არის და „ოცნება" საამისოდ ყველაფერს იყენებს - სოციალურად დაუცველებს შემწეობის მოხსნით ემუქრება, პრობაციონერებს კი პირობით გათავისუფლებას ჰპირდება. სხვათა შორის, გუშინ მითხრეს, რომ ზუგდიდის ერთ-ერთ სოფელში პატიმარს შეწყალებას შეპირდნენ, თუ მთელი სოფელი „ოცნების" კანდიდატზე იმუშავებს. ის კიდევ ცალკე ამბავია, რომ სკოლის პედაგოგებს სთხოვენ, ბიულეტინზე „ოცნების" საარჩევნო ნოემრი ოთხკუთხედად ან სამკუთხეად შემოხაზონ, თუმცა მთავარი ამბავი მაინც სხვა რამეა.

- რა?
- ყველა ამ ფორმას, რასზეც ვსაუბრობ, „ოცნება" წინა არჩევნების დროსაც იყენებდა, მაგრამ ახლა იცით, რა სიტუაცია? - ზუგდიდში ნებისმიერი მოქალაქე რომ გააჩეროთ, გეტყვით, რომ ეს ხელისუფლება დასრულებულია და „ოცნების" მუქარას თუ ზეწოლას ძალა აღარ აქვს! ერთი სიტყვით, ძალადობა აღარ მუშაობს, თუმცა „ოცნებას" სხვა გზა რეალურად არ აქვს.

- ანი, ვინაიდან „ნაციონალური მოძრაობის" წევრი ხართ, კითხვაზე, რასაც ახლა დაგისვამთ, ვიცი, რასაც მიპასუხებთ, მაგრამ გულწრფელად მითხარით: ხალხს, უბრალოდ, „ოცნების" შეცვლა უნდა და მნიშვნელობა არ აქვს, ხელისუფლებაში ვინ მოვა, თუ ამომრჩევლისთვის მთავარი ოპოზიციური ძალა „ნაციონალური მოძრაობაა"?
- პირადად ჩემი აზრია, რომ არჩევნებში მეტი პარტია უნდა იყოს, რადგან ხალხს არჩევანის საშუალება ჰქონდეს, ანუ პოლიტიკური ველი მრავალფეროვანი უნდა იყოს, თუმცა თბილისისგან განსხვავებით, რეგიონებში და, მათ შორის, სამეგრელოში აბსოლუტურად სხვა ვითარებაა.
- ანუ?
- ამომრჩეველი ან „ნაციონალური მოძრაობის" მხარდამჭერია, ან სახელისუფლებო პარტიის, თუმცა „ოცნების" მხარდამჭერები უმეტესად ე.წ. ადმინისტრაციული რესრუსია. იმას არ ვამბობ, რომ სხვა ოპოზიციურ პარტიებს მხარდამჭერები არ ჰყავთ-მეთქი, თუმცა ეს მხარდაჭერა ისეთი მოცულობითი არაა, რომ კონკურენციაზე ვისაუბროთ. საერთოდ, ოპოზიციას ოპოზიციის კონკურენტად არ განვიხილავ, რადგან 31 ოქტომბერს პარტიებს შორის არჩევანი კი არა კეთდება, არამედ, ქვეყნის ბედი წყდება, ანუ იმაზეა ლაპარაკი, ქვეყანა გვექნება თუ არა, თუმცა სამეგრელოში ნამდვილად არაა ის განწყობა, რომ რომელიმე ოპოზიციური პარტია „ნაციონალური მოძრაობის" კონკურენტია.

- ისე, წლევანდელ არჩევნებზე „ნაციონალური მოძრაობის" მთავარი, ასე ვთქვათ, სლოგანი ისაა, რომ ხალხმა სააკაშვილს დავალება უნდა მისცეს. ანი, კარდაკარ დადიხართ და, ცხადია, გეცოდინებათ, მოსახლეობა მიშას რას ავალებს?
- ყველაფერი, რასაც მიხეილ სააკაშვილი ხალხს დაჰპირდა, ყველაფერი რეალურად გააკეთა და ახლაც, სამეგრელოში ყველამ იცის, იმას, რასაც იტყვის, სააკაშვილი აუცილებალდ გააკეთებს, ანუ მის დაპირებას ფასი აქვს! ბიძინას დაპირებას კი ფასი აღარ აქვს, რადგან ხალხმა იცის, რასაც უნდა დაპირდეს, მაინც არ გააკეთებს!

ხალხს კარგად ახსოვს, მიშა ანაკლიაში, განმუხურსა თუ იგივე ზუგდიდში როგორ მუშაობდა. ამიტომ, ხალხს მასთან სხვადასხვა სახის დავალება აქვს და ეს დავალება აბსოლუტურად ყველა სფეროს მოიცავს, მათ შორის, სოციალური პირობების გაიმჯობესებას, დევნილთა ბინების სამართლიან გადანაწილებას, ინფრასტრუქტურულ პროექტებს. ამასთან, ყველა ხვდება, რომ ანაკლიისა და ლაზიკის პროექტის აღდგენა აუცილებელია, რადაგნ ეს მხოლოდ რეგიონის კი არა, არამედ, ზუგდიდის განვითარებისთვისაც კარგი იქნება, რითიც სამუშაო ადგილები შეიქმნება. ასევე, პენსიებიც გაიზრდება.

- ანი, ამ ოპოზიციური განწყობის მიუხედავად, „ოცნებამ" არჩევნები რომ გააყალბოს და იგივე ზუგდიდში, პროპორციულ თუ მაჟორიტარულ კენჭისყრაში თავი გამარჯვებულად გამოაცხადოს, ხალხის ხმებს და არჩევანს როგორ დაიცავთ?
- დავიწყებ იმით, რომ საოლქო კომისიის წევრები ნეიტრალური ადამიანები უნდა იყვნენ, მაგრამ მთლიანად „ქართული ოცნების" აქტივისტებითაა დაკომპლექტებული. ამ ფონზე თქვენი შეკითხვა აბსოლუტურად ლოგიკურია და სხვებიც ხშირად მეკითხებიან, რას იზამთ, „ოცნებამ" არჩევნები კიდევ რომ არ გააყალბოსო. ამაზე პასუხი მარტივია: ჯერ ერთი, თუ ამომრჩევლის აქტიურობა ძალიან მაღალი იქნება, ხელისუფლება არჩევნებს ვერ გააყალბებს. ამიტომ, ძალიან მნიშვენლოვანია, რომ არჩევნებზე თითოეული ამომრჩეველი მივიდეს და საკუთარი არჩევანი გააკეთოს.

მეორეც, „ოცნებას" ტყუილად ჰგონია, რომ ხალხის ნების წინააღმდეგ წავა! დიახ, თუ ხალხი გადაწყვეტს, რომ არჩევნებში ოპოზიციამ უნდა გაიმარჯვოს, მაშინ საკუთარ ხმასაც ძაიან წყნარად, მშვიდად და დემოკრატიულად დაიცავს.

- ანუ, რაღაც მომენტში ე.წ. ბელორუსის სცენარის განმეორებას ელოდებით?
- ბელორუსული სცენარი შეიძლება, ცოტა ხმამაღლა ნათქვამია, მაგრამ ხალხს აქვს უფლება, რომ საკუთარი ხმები დაიცვას. სხვათა შორის, ამის უფლებას ადამიანებს კონსტიტუციაც აძლევს! სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, „ოცნებას" რისი სჯერა და რა წარმოუდგენია, მაგრამ თუ ხალხს რეალურად კითხავენ და არა - ისე, როგორ ჩიქოვანი დადის, გაბრაზებული ხალხის ამ საპროტესტო მუხტს რეალურად იგრძნობენ!

- ბოლოს, ანი, გასაგებია, რომ მიხეილ სააკაშვილი პოლიტიკური ფაქტორია, მაგრამ 31 ოქტომბრის არჩევნებზე ქვეყნის მესამე პრეზიდენტს გაველნა ექნება?
- დიახ, ექნება, რადგან მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკურ სივრცეში ერთადერთი ადამიანია, რომელსაც შეუძლია, ხალხს გამარჯვების, იმედის და უკეთესი საქართველოს რწმენა მისცეს! სხვათა შორის, ხალხმა ერთხელ უკვე ნახა, მიშამ არარსებული სახელმწიფო როგორ შექმნა! ამიტომ, ისინიც კი, ვინც სხვანაირად ლაპარაკობენ, დარწმუნებული ვარ, სწორედ ასე ფიქრობენ. აქ იმაზე კი არაა ლაპარაკი, სააკაშვილი ვინმეს მოსწონს თუ არა - ეს ამ წუთას შესაძლოა, მეორეხაისოვანია, მაგრამ რეალობა ისაა, რომ საქართველოში სააკაშვილის გარდა ისეთი პოლიტიკოსი, რომელსაც „ოცნების" დამარცხება და ქვეყნის განვითარება შეუძლია, უბრალოდ, არ არის! შესაბამისად, ამ არჩევნებზე სააკაშვილის აქტიურობა, რა თქმა უნდა, გადამწყვეტი იქნება!

- ესე იგი, ხალხს, იგივე სამეგრელოში, ხალხს უნდა, რომ სააკაშვილი საქართველოს პრემიერი გახდეს, არა?
- პოლიტსაბჭომ მიხეილ სააკაშვილის პემიერობას მხარი სპონტანურად არ დაუჭირა. ეს „ნაციონალური მოძრაობისა" და გაერთიანებული ოპოზიციის მილიონამდე ამომრჩევლის სურვილი იყო, რომ პრემიერად სწორედ მიხეილ სააკაშვილი დაგვესახელებინა!

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა