პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ საბჭოს მიმართა - შეგიძლიათ, გქონდეთ ჩემი იმედი, ქართველი ხალხის იმედი

24.06.2022 ნახვები: 216

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა გუშინ ევროპულ საბჭოს სიტყვით მიმართა.

საქართველოს პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს და დამსწრე საზოგადოებას.

​„უპირველეს ყოვლისა, მინდა ქართველი ხალხის სახელით გადმოგცეთ, რომ რაც დღეს მოხდა, შესაძლოა, არის გარკვეული იმედგაცრუება, რომ სამეულში არ ვართ. მაგრამ ვფიქრობ, ვაანალიზებთ იმას, რომ დღეს მოხდა ის, რასაც საქართველო მრავალი წელი ელოდა, დამოუკიდებლობიდან – 1991 წლიდან უცილობლად, თუმცა შესაძლოა უფრო ადრეც სხვა ფორმებით – რაც ევროპულ ოჯახში გაწევრიანება და ამ ევროპული პერსპექტივის დაშვებაა.

მახსოვს სხვადასხვა ნაბიჯი, რომელიც საქართველომ ამ ევროპულ გზაზე გაიარა და ყოველ ჯერზე, იქნებოდა ეს სამეზობლო ინიციატივა, აღმოსავლეთ პარტნიორობა თუ ასოცირების შეთანხმება, მუდამ მეორდებოდა, რომ ეს იყო ყველაფერი, გარდა წევრობისა, რომ გზა არ იყო წევრობისაკენ, რომ ეს იყო პარალელური გზა. დღეს, ჩვენ ვხედავთ, რომ ახლა ჩვენი გზა ნათლად წევრობისკენ და ევროპულ ოჯახში დაბრუნებისკენაა და ეს უაღრესად ისტორიული ნაბიჯია.

ამავდროულად, მე მესმის, საქართველოს მოსახლეობას ესმის, და ვფიქრობ ჩვენ ყველამ, მათ შორის მთავრობამ, უნდა გავიგოთ, რომ შანსი, რომელიც მოგვეცა, ასევე გამოწვევაა. გამოწვევაა იმ მხრივ, რომ შევძლოთ მომავალ ექვს თვეში სერიოზულად მივუდგეთ იმ რეფორმების გზას, რაც აქამდე გვქონდა, თუმცა შესაძლოა, ზოგიერთი ნაბიჯი დროულად არ გადაიდგა, ზოგიერთი ნელა გადაიდგა.

ეს ყველაფერი უნდა გამოსწორდეს. ამ წლის ბოლომდე გვაქვს დრო, ეს პირობა გვაქვს, რომ წლის ბოლომდე მივიღოთ კანდიდატის სტატუსი, თუ შევასრულებთ იმას, რასაც ჩვენგან ელიან. ვფიქრობ, საქართველოს მოსახლეობამ ორი დღის წინ (ქუჩაში) აჩვენა, რომ მზადაა“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

სალომე ზურაბიშვილმა ევროპულ საბჭოს მიმართა, რომ შეუძლიათ, მისი, ასევე ქართველი ხალხის იმედი ჰქონდეთ.

„მე, პრეზიდენტის რანგში, არა მხოლოდ მზად ვარ, არამედ მიმაჩნია, რომ ზედამხედველობის დავალება უნდა შევასრულო იმისა, თუ რა იქნება ჩვენი შემდეგი ნაბიჯები. ასე რომ, შეგიძლიათ ჩემი იმედი გქონდეთ, შეგიძლიათ ქართველი ხალხის იმედი გქონდეთ და მსურს მჯეროდეს – შეგვიძლია, მთავრობის იმედი გვქონდეს, რომ ყველა საჭირო ნაბიჯს გადადგამს. პასუხისმგებლობაა ქართველი ხალხის, ჩვენი ისტორიის, ჩვენი შვილების წინაშე, ასე რომ, დარწმუნებული ვარ, გამოწვევას ძალიან სერიოზულად მივუდგებით და ამაზე ვიმუშავებთ.

ვიცით, რომ საკმაოდ ინტენსიური სამუშაო იქნება, მაგრამ მე ასევე ვიცი, რომ შემიძლია თქვენი მხარდაჭერის იმედი მქონდეს, ბატონო პრეზიდენტო, და მათი, ვინც მაგიდის გარშემო სხედხართ, რადგან თქვენ ჩვენ შანსს გვაძლევთ.

არ მსურს, სიტყვა უკრაინისა და მოლდოვისადმი მილოცვის გარეშე დავასრულო, განსაკუთრებით უკრაინისადმი, რადგან უკრაინა უძღვებოდა ამ ბრძოლას და რომ არა აგრესიის წინაშე უკრაინელი ხალხის არაჩვეულებრივი ერთობა, ეს დიდი ისტორიული ნაბიჯი სავარაუდოდ არ გადაიდგმებოდა. ასე რომ, ვფიქრობ, მადლიერებით უნდა დავიწყოთ. და შემდეგ ერთობა, ერთობა სამ ქვეყანას შორის, იმ რეფორმებზე მუშაობისთვის, რომლებსაც თითოეულმა ჩვენგანმა უნდა მიაღწიოს და ერთობა ჩვენს ხალხს შორის – დეპოლარიზაცია, რომლისთვისაც ვიბრძვი და რომლისთვისაც, აქ თქვენ უზარმაზარ სტიმულს მაძლევთ, რათა განვაგრძო გზა დეპოლარიზაციისაკენ.

ასე რომ, კიდევ ერთხელ გმადლობთ და მსურს ყველას მოგილოცოთ, რადგან დღეს თქვენ ისტორიულ ნაბიჯს დგამთ, რათა ევროპა თავის უფრო დიდ კონფიგურაციაში გაერთიანდეს, რომელშიც შავი ზღვა საკუთარ ხიდის ფუნქციებს უნდა დაუბრუნდეს, როგორც ეს ძველ დროს იყო. და რა თქმა უნდა, შავი ზღვის უსაფრთხოებას, თანამშრომლობას, სტაბილურობას ორივე მხარეს სჭირდება დემოკრატიული და ევროპული ქვეყნები, და ეს გზა მსურს დავინახო ჩემი ქვეყნისთვის, ეს გზა მსურს დავინახო ევროპისთვის“, – განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა