პაველ ჰერჩინსკი - რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის
ევროკავშირის საბჭომ რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური და ინდივიდუალური შემზღუდავი ზომების მე-18 პაკეტი მიიღო
ბათუმში, რესტორანში მამაკაცი მოკლეს
გარემოს ეროვნული სააგენტო - 21-23 ივლისს, აღმოსავლეთ საქართველოში ტემპერატურამ შესაძლებელია 38-40 გრადუსს მიაღწიოს
ემანუელ მაკრონი - ვზრდით ზეწოლას რუსეთზე
სებ - ჩინეთის ტრანსსასაზღვრო ბანკთაშორისი გადახდების სისტემა განიხილება როგორც გადახდების დამატებითი საშუალება, რეგიონალური დივერსიფიკაციის მექანიზმი და არა SWIFT-ის ჩამნაცვლებელი სისტემა, იგი არ წარმოადგენს SWIFT-ის ალტერნატივას
შანა უოთერსტოუნს ლაგოდეხის ბლუზ-ვილიჯის სცენაზე იხილავთ - თიბისის მხარდაჭერით საერთაშორისო ბლუზ ფესტივალი გრძელდება
თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

საქართველოს ძლიერი ეკონომიკა აქვს, დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, საჭიროა რამდენიმე რეფორმა პოლიტიკური ერთიანობა-ურსულა ფონ დერ ლაიენი

24.06.2022 ნახვები: 404

ჩემი გზავნილი საქართველოს მოსახლეობისთვის გახლავთ უზარმაზარი სურვილის ხაზგასმა, რომ თქვენ იყოთ ევროკავშირის წევრი, ეს არის ძლიერი სტიმული ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე, – ამის შესახებ ევროკომისიის პრეზიდენტმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა.

როგორც ურსულა ფონ დერ ლაიენმა აღნიშნა, ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე საქართველომ მიიღო პერსპექტივა, ეს არის ძალიან სერიოზული, ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯი მიერთებისთვის, ევროკავშირში გაწევრიანებისთვის.

„პირველად ხდება, რომ მიღწეულია ეს ეტაპი, თქვენ ძლიერი ეკონომიკა გაქვთ, ძალიან დიდი იყო პოლიტიკური პროგრესი, ამჟამად საჭიროა რამდენიმე რეფორმის განხორციელება, რომელიც მნიშვნელოვანია – პოლიტიკური ერთიანობის ჩვენება, ჩართულობა სამოქალაქო საზოგადოებისა და მოძრაობა ამ რეფორმების მიმართულებით, შემდეგი ნაბიჯები უკვე მიღწევადია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა