სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში, კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
ირანის ელჩი საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება- ამერიკამ უნდა გამოასწოროს შეხედულება სამყაროზე
მარკო რუბიო - ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება
მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანისა და მძღოლის სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება
ახალი ფინანსური რეპრესიები, რომელსაც 3 მიზანი აქვს– გოჩა მირცხულავა
IPN - ადვოკატი ჯაშუშობის ბრალთან დაკავშირებით გიორგი უძილაურის პოზიციას ავრცელებს
„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას - „გახსოვდეს აფხაზეთი - გახსოვდეს დევნილები“, იწყებს
Ukraine war update: 263 clashes in past 24 hours, heaviest fighting in Huliaipole, Pokrovsk sectors

სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში, კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს

04.06.2026 ნახვები: 171

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, სამეგრელო - ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, მესტიის მუნიციპალიტეტში ენერგორესურსით სარგებლობის წესების დარღვევის ფაქტებზე გამოძიება დაიწყეს და 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს.

უწყების ინფორმაციით, სამართალდამცველების მიერ კომპლექსურად ჩატარებული ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მესტიის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, 6 სხვადასხვა ლოკაციაზე აღმოჩენილია კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, ე.წ. მაინერები.

„გამოძიებით დადგინდა, რომ აღნიშნული მოწყობილობების საშუალებით, ადგილობრივები დიდი რაოდენობით ელექტროენერგიის უკანონო და მართლსაწინააღმდეგო მოხმარებით, სისტემატურად ახდენდნენ ციფრული ვალუტის გენერირებას და არალეგალური შემოსავლების მიღებას.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად, ნივთმტკიცებად ამოღებულია დიდი რაოდენობით სპეციალური ტექნიკური მოწყობილობა.

ფაქტთან დაკავშირებით გრძელდება აქტიური საგამოძიებო მოქმედებები, დანაშაულში ჩართული სხვა პირების გამოვლენის მიზნით.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 229-ე პრიმა მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა