სამართალდამცველებმა მესტიის მუნიციპალიტეტში, კრიპტოვალუტის მწარმოებელი სპეციალური მოწყობილობები, 148 ე.წ. მაინერი ამოიღეს
ირანის ელჩი საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება- ამერიკამ უნდა გამოასწოროს შეხედულება სამყაროზე
მარკო რუბიო - ჩვენი იმედია, რომ საქართველოს შემთხვევაში დავინახავთ ტრაექტორიის ცვლილებას იმ მდგომარეობიდან, რომელშიც ის დღეს იმყოფება
მტკვარში გადავარდნილი ავტომანქანისა და მძღოლის სამაშველო-სამძებრო ღონისძიებები გრძელდება
ახალი ფინანსური რეპრესიები, რომელსაც 3 მიზანი აქვს– გოჩა მირცხულავა
IPN - ადვოკატი ჯაშუშობის ბრალთან დაკავშირებით გიორგი უძილაურის პოზიციას ავრცელებს
„ნაციონალური მოძრაობა“ კამპანიას - „გახსოვდეს აფხაზეთი - გახსოვდეს დევნილები“, იწყებს
Ukraine war update: 263 clashes in past 24 hours, heaviest fighting in Huliaipole, Pokrovsk sectors

ირანის ელჩი საქართველოსთან დაკავშირებით მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება- ამერიკამ უნდა გამოასწოროს შეხედულება სამყაროზე

04.06.2026 ნახვები: 180

ირანის ისლამური რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში სეიედ ალი მოუჯანი საქართველოსთან დაკავშირებით აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, მარკო რუბიოს განცხადებას ეხმიანება და აცხადებს, რომ „ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე”.

“მე ვფიქრობ, რომ ამერიკამ უნდა გამოასწოროს თავისი შეხედულება სამყაროზე. ქვეყანამ, რომელიც სხვა ცივილიზაციების განადგურებას ცდილობს, ჯერ საკუთარი თავი უნდა გამოასწოროს”, - წერს მოუჯანი „ფეისბუქზე“.

შეგახსენებთ, ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო იმედოვნებს, რომ აშშ საქართველოს შემთხვევაში არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს.

კერძოდ, მარკო რუბიომ კონგრესში უპასუხა კონგრესმენ ჯო უილსონის შეკითხვას, რომელმაც „ქართული ოცნება“ ირანისა და ჩინეთის მხარდაჭერაში დაადანაშაულა და მარკო რუბიოს ჰკითხა, რა უნდა გაკეთდეს, რათა „მოვაგვაროთ საქართველოში "ქართული ოცნების" მთავრობის მიერ მხარდაჭერილი სწრაფი რადიკალიზაცია”.

აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა კონგრესმენს უთხრა, რომ „მართალია“ და ყველაფერი, რაც აღნიშნა, აშშ-ის „არსებული შეშფოთებებია“, თუმცა დასძინა, რომ საქართველოს მთავრობამ გარკვეული ნაბიჯები გადადგა, რომელიც ვაშინგტონს მიანიშნებს, რომ მათ ურთიერთობების გაუმჯობესება სურთ. შესაბამისად, მარკო რუბიოს განცხადებით, აშშ-მა „ქართულ ოცნებასთან“ მოთხოვნები წარადგინა, რაზეც „გარკვეული დადებითი პასუხები“ მიიღო. აშშ-ის სახელმწიფო მდივანი იმედოვნებს, რომ ვაშინგტონი საქართველოს შემთხვევაში „დღეს არსებული ტრაექტორიის ცვლილებას დაინახავს“.

რუბიომ განაცხადა ისიც, რომ საქართველოს ხელისუფლებამ თავად ჰკითხა, თუ რა იქნება საჭირო შეერთებულ შტატებთან უკეთესი ურთიერთობებისთვის, რაზეც ვაშინგტონმა უპასუხა. რუბიო იმედოვნებს, რომ ამის საფუძველზე პროგრესი იქნება მიღწეული და, „არა მხოლოდ საქართველოსთან ურთიერთობების ტრაექტორიის, არამედ მათი საქციელის შეცვლას შევძლებთ“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა