ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატი - არავისთვის არც მიუცია და არც მომავალში დააპირებს ვინმეზე ჩვენების მიცემას
ირაკლი ღარიბაშვილი რუსთავის ციხეში შეასახლეს
დონალდ ტრამპი - ვოლოდიმირ ზელენსკის მხოლოდ ერთი „კარტი“ აქვს: დონალდ ტრამპი
ადვოკატი - პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი - დარბაზშივე დააკავეს
ირაკლი ღარიბაშვილს 5 წელი მიესაჯა
სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები შეიცვალა
ფრიდრიხ მერცი - უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს
ირაკლი ფავლენიშვილი - ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება

ადვოკატი - პროცესზე მოსამართლემ ირაკლი ღარიბაშვილს ჰკითხა, აღიარებდა თუ არა ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი - დარბაზშივე დააკავეს

12.01.2026 ნახვები: 209

პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა ირაკლი ღარიბაშვილს, აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს - დარბაზშივე დააკავეს და ამჟამად, სავარაუდოდ, არის სასჯელაღსრულების დაწესებულების გზაზე, - ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ადვოკატმა, მიხეილ შაყულაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა.

როგორც სასამართლო პროცესის დასრულების შემდეგ ადვოკატმა განმარტა, ყოფილი პრემიერ-მინისტრი მისსავე სასამართლო პროცესზე თბილისის საქალაქო სასამართლოში დღეს, 15:00 საათზე დაიბარეს.

„პროცესზე მოსამართლემ ჰკითხა, როგორც ყველა ბრალდებულს, რომ აღიარებდა თუ არა მის მიმართ წარდგენილ ბრალს, რაზედაც ბატონმა ირაკლიმ უპასუხა, რომ კი ბატონო, აღიარებდა მის მიმართ წარდგენილ ბრალს.

დილის 10:00 საათზე პროკურატურაში დავიწყეთ მუშაობა, გავაფორმეთ ოქმები, ამის შემდეგ, საჭიროა, რომ ის ოქმები, საქმე შეკერო, წამოიღო, კანცელარიას დაეწეროს, ვიღაცა მოსამართლეს დაეწეროს და შესაბამისად, 15:00 საათზე უკვე მოსავლელად და განსახილველად დაგვიბარეს. შესაბამის საათზე და დროზე მოვედით. დარბაზის ნომრისთვის ნამდვილად არ შემიხედავს, რომელ დარბაზში შევედი და გამოვედი. ადგილზე იყო პროკურორიც, მოსამართლეც, ადვოკატიც და ბრალდებულიც. კი ბატონო, დარბაზშივე დააკავეს. “- განაცხადა მიხეილ შაყულაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პროკურატურამ ყოფილ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან საპროცესო შეთანხმება გააფორმა - მას სასჯელის სახედ და ზომად 5 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა. პროკურატურის განცხადებით, ღარიბაშვილს ასევე, დამატებითი სასჯელის სახით დაეკისრა ჯარიმა 1 მილიონი ლარის ოდენობით, ასევე ჩამოერთმევა დანაშაულებრივი საქმიანობის შედეგად მიღებული და მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის დროს ამოღებული თანხა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა