სახელმწიფო ქონების პირდაპირი მიყიდვის პირობები შეიცვალა
ფრიდრიხ მერცი - უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს
ირაკლი ფავლენიშვილი - ინფორმაცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობაზე თინა ბოკუჩავას ლევან სანიკიძით ჩანაცვლების შესახებ სიმართლეს არ შეესაბამება
14 იანვარს ქვეყნის უმეტეს ტერიტორიაზე მოთოვს
აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს - „ესეც დაემხობა“
დონალდ ტრამპი - ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით

ფრიდრიხ მერცი - უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს

12.01.2026 ნახვები: 178

გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის განცხადებით, გერმანია ირანში საპროტესტო აქციების ძალადობრივი ჩახშობას გმობს.

მისი თქმით, ირანის ხელისუფლების რეაგირება არაპროპორციული და სასტიკია.

„მოვუწოდებ ირანის ხელმძღვანელობას, დაიცვას თავისი მოსახლეობა ნაცვლად დაშინებისა“, - განაცხადა კანცლერმა ინდოეთში ვიზიტის დროს.

მისი თქმით, ირანში მიმდინარე ძალადობა უნდა დასრულდეს.

„უმკაცრესად ვგმობთ ძალადობას, რომელსაც ირანის ხელმძღვანელობა საკუთარი ხალხის წინააღმდეგ ახორციელებს. ეს ძალადობა უნდა დასრულდეს“, - აღნიშნა მერცმა.

გერმანიის კანცლერმა შეაქო მომიტინგეების გამბედაობა და აღნიშნა, რომ მათი უფლებაა მშვიდობიანად გამოხატონ პროტესტი თავისუფლებისთვის.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა