აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს - „ესეც დაემხობა“
დონალდ ტრამპი - ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით
ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
Zelensky: Russia uses 1,100 drones, over 890 guided aerial bombs, and more than 50 missiles against Ukraine in one week
Eight people injured in Kharkiv region due to Russian shelling

დონალდ ტრამპი - ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს

12.01.2026 ნახვები: 177

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი აცხადებს, რომ მას ირანიდან მოლაპარაკებებისთვის დაუკავშირდნენ.

„გუშინ დამირეკეს. ირანმა მოლაპარაკებისთვის დარეკა. ირანის ლიდერებს მოლაპარაკება სურთ. ვფიქრობ, ისინი დაიღალნენ შეერთებული შტატების მხრიდან დარტყმებით. ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს“, – განუცხადა ტრამპმა ჟურნალისტებს.

მანამდე დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ ირანში არეულობის ესკალაციაზე რეაგირების სხვადასხვა ვარიანტს განიხილავს, მათ შორის შესაძლო სამხედრო ვარიანტებს. ტრამპმა ასევე აღნიშნა, რომ ირანში ინტერნეტის აღდგენის შესახებ მილიარდერ ილონ მასკთან საუბარს გეგმავს.

ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, მიმდინარეობს. აშშ-ის ადამიანის უფლებათა დაცვის ცენტრის ბოლო მონაცემებით, ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა. ამასთან, 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა