აიათოლა ალი ხამენეი დონალდ ტრამპის კარიკატურას აქვეყნებს - „ესეც დაემხობა“
დონალდ ტრამპი - ირანს ჩვენთან მოლაპარაკება სურს
ახალი დიზაინის პირადობის ელექტრონული მოწმობების გაცემა დაიწყო
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ახლა რუსეთზეა დამოკიდებული, აჩვენოს, რომ დაინტერესებულია მშვიდობით
ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა
ირანში ინტერნეტზე წვდომა, უკვე 60 საათზე მეტია, შეზღუდულია, შეზღუდვა ეხება საერთაშორისო სატელეფონო ზარებსაც
Zelensky: Russia uses 1,100 drones, over 890 guided aerial bombs, and more than 50 missiles against Ukraine in one week
Eight people injured in Kharkiv region due to Russian shelling

ირანში საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა

12.01.2026 ნახვები: 199

ირანში საპროტესტო აქციები გრძელდება. აშშ-ში დაფუძნებული ადამიანის უფლებათა დამცველი აქტივისტების საინფორმაციო სააგენტოს (HRANA) ცნობით, ირანში მიმდინარე საპროტესტო აქციებს, სულ მცირე, 544 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 500-ზე მეტი აქტივისტია.

ამ დროისთვის არსებული მონაცემებით, ქვეყნის მასშტაბით დაახლოებით 10 600 აქტივისტია დაკავებული. მედიის ცნობით, უკვე 84 საათზე მეტია, რაც ირანის მოსახლეობის უმეტესობას ინტერნეტზე წვდომა არ აქვს.

ცნობისთვის, ირანში დემონსტრაციები მე-15 დღეა, გრძელდება. თავდაპირველად თეირანის ქუჩებში მაღაზიების გამყიდველები გავიდნენ, რათა უკმაყოფილება გამოეხატათ ირანული ვალუტის გაუფასურების გამო. შემდეგ მათ სტუდენტებიც შეუერთდნენ. ირანმა საპროტესტო აქციებისას დაღუპულთა პატივსაცემად სამდღიანი ეროვნული გლოვა გამოაცხადა. ამასთან, დღეს ირანში ხელისუფლების მხარდამჭერების კონტრაქცია გაიმართება. მედიის ცნობით, დემონსტრაცია თეირანის ცენტრში, ენქელაბის მოედანზე, ადგილობრივი დროით, 14:00 საათზე გაიმართება. IRNA-ს ცნობით, აქციის გზავნილი იქნება „მეამბოხეებისა და შეიარაღებული ტერორისტების ქმედებების დაგმობა“.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა