სტივ უიტკოფი - ძირითადად დავასრულეთ მუშაობა უსაფრთხოების პროტოკოლებზე - მიწის საკითხი ყველაზე კრიტიკულ საკითხად რჩება
ემანუელ მაკრონი - შესაძლოა, ცეცხლის შეწყვეტის შემდეგ საფრანგეთმა უკრაინაში რამდენიმე ათასი ჯარისკაცი გაგზავნოს
მეუფე ზენონი - უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ
ილია II-ს საშობაო ეპისტოლე
ვოლოდიმირ ზელენსკი - მნიშვნელოვან პოლიტიკურ ნაბიჯებს ვამზადებთ
ევროპის სახელმწიფოების ლიდერებმა გრენლანდიის საკითხზე ერთობლივი განცხადება გაავრცელეს
მიხეილ სააკაშვილი - სანამ „ქოცებს“ ცხვირი საცივში გაქვთ ჩარგული, „დიფსთეითის გავლენის ქვეშ მოქცეულმა ტრამპმა“ დაატყვევა და ციხეში წააცუნცულა თქვენი სულიერი ძმა მადურო
IPN - ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, თავისუფალია

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია

31.12.2025 ნახვები: 186

წალენჯიხის მუნიციპალიტეტის ყველა ადმინისტრაციულ ერთეულამდე მისასვლელი გზა გაწმენდილია. სპეციალიზებული ტექნიკა სოფლების შიდა საუბნო გზების თოვლის საფარისგან გასუფთავების სამუშაოებს აწარმოებს. სამუშაოებს წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერი გუბა საჯაია ხელმძღვანელობს.
დიდთოვლობის გამო მუნიციპალიტეტის 12 ათას აბონენტს ელექტრომომარაგება შეუწყდა. მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების და „ენერგო პრო ჯორჯიას“ ჯგუფების 24-საათიანი მუშაობის შედეგად ელექტრომომარაგება აღდგენილია 10 500 აბონენტისთვის, მიმდინარეობს ინტენსიური სამუშაოები ავარიულად გამორთული სხვა აბონენტების ქსელში ჩასართავად.
წალენჯიხის მერია და შესაბამისი ააიპ-ები საგანგებო რეჟიმში მუშაობენ. ამინდის გაუარესებისთანავე მერიაში შეიქმნა შესაბამისი სამსახურებით დაკომპლექტებული შტაბი და ამოქმედდა ცხელი ხაზი.
☎️ცხელი ხაზი:
599 85 71 97
599 64 70 50

ყველას ნახვა
ყველას ნახვა