საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო აშშ-ს მიერ დაკავებულ ტანკერზე - ვახორციელებთ ფაქტობრივი გარემოებების დაზუსტებას
შალვა პაპუაშვილი - სინამდვილეში, ევროკავშირში გაწევრიანებაზე არანაირი მოლაპარაკების პროცესი არ არსებობს
მურთაზ ზოდელავა - 4-მა ოქტომბერმა ბევრი მითი შეიძინა, სახელისუფლებო მითმა კი კიდევ ერთი ადამიანი - ბაჩო ახალაიაც შეიწირა
პაატა მანჯგალაძე - ბუნებაში არ არსებობს მტკიცებულება, რომ სადმე რამე დავგეგმე
Russia loses 1,400 personnel, 17 artillery systems in war against Ukraine over past day
Ukrainian forces storm and capture Russian stronghold in Rodynske
US prepares criminal charges against crew members of Russia's shadow fleet tanker
Trump 'greenlights' bill on sanctions against Russia – Senator Graham

მეუფე ზენონი - უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ

07.01.2026 ნახვები: 224

ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ,- ამის შესახებ დმანისისა და აგარაკ-ტაშირის ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში წერს.

როგორც ეპისკოპოსი აღნიშნავს, ქრისტეს შობა „რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული“ არ არის.

„ცივგულა წერილების წერის ნაცვლად, უმჯობესია შობის ღამეს მაინც იმ ადამიანების გულში ჩაიხედოთ, ვისაც სიცოცხლე და ცხოვრება გაუმწარეს მხოლოდ იმიტომ, რომ კონსტიტუციურ წესრიგში ქვეყნის დარჩენას მოითხოვენ.

დღეს ქრისტეს შობაა და არა რაიმე სახის ხელისუფლების, მოკვდავის კულტის ან მორალისტობის დღესასწაული.

ღმერთი განხორციელდა თავისი ჯვარცმისა და მასთან ერთად შენი აღდგომისთვის. ის ყველას გულის კართან აკაკუნებს და არავის უმტვრევს გულის ან სახლის კარებს. ის შენი სულის საცხოვრისში შემოშვების ნებართვას გთხოვს. ის მასთან სერობისათვის შენს ნებართვას, შენი ნების მონაწილეობას მოითხოვს.

ქრისტეს შობა ნამდვილი თავმდაბლობისა და სრულყოფილი ადამიანობის დღესასწაულია. თუ ადამიანთა ჩაგვრაზე თვალს ხუჭავ და მით უფრო უარესი, სადღაც გულის სიღრმეში ამბობ: იმსახურებენ… რა ფასი აქვს შენ სიტყვას, ადამიანის გულსა და გონებაში ის როგორ შეაღწევს ?! ოდესმე ხომ უნდა დასრულდეს ეს უსიცოცხლობის სიმბოლო-სიყალბე.

ჩვილად მოსული მარადიული სიცოცხლისა და იმედის დღესასწაულს ქრისტესშობას გილოცავთ!,- წერს ეპისკოპოსი ზენონ იარაჯული სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა