ბრწყინვალე ოპერაცია იყო, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა The New York Times-ს ამერიკელი სამხედროების მიერ ვენესუელის პრეზიდენტის, ნიკოლას მადუროს შეპყრობის ოპერაციასთან დაკავშირებით განუცხადა.
„ძალიან ბევრი დაგეგმვა იყო და ბევრი შესანიშნავი ჯარისკაცი და ადამიანი მონაწილეობდა. ეს ბრწყინვალე ოპერაცია იყო“, - აღნიშნა ტრამპმა.
გამოცემის ინფორმაციით, ოპერაციის დროს ამერიკულ მხარეს დანაკარგები არ მიუღია.
ასევე, CBS News-ი წერს, რომ მადუროს შეპყრობის ოპერაცია აშშ-ის ელიტურმა დანაყოფმა, „დელტამ“ განახორციელა.