ვოლოდიმირ ზელენსკი - ვეთანხმებით ტრამპის ყველა წინადადებას მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით
თიბისი x გიორგი მამარდაშვილი - საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა კურსკში რუსების ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყეს
Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
War update: 223 clashes on frontline over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting again
Russian army loses 1,150 soldiers in war against Ukraine
Special operations forces hit Russian Marine Corps logistics hub in Kursk region
Canadian military personnel demonstrate how they train Ukrainian sappers

ლევან სანიკიძე - ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა

19.09.2025 ნახვები: 213

ვაშინგტონში ჩვენი შეხვედრები ადასტურებს, რომ სამხრეთ კავკასიაზე ინტერესი გაიზარდა – ივანიშვილის მცდელობა, რომ საქართველო ამერიკის რადარიდან გააქროს, არასდროს გამოუვა, პირიქით, შავი ზღვის რეგიონზე ყურადღება იმატებს და მისი კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულება გარდაუვალია,- ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან სანიკიძემ განაცხადა.

ლევან სანიკიძის განცხადებით, ისინი პარტნიორებს ინფორმაციას აწვდიან „ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით“.

„ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრები გვაქვს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დელეგაციას ვაშინგტონში. დღეს სენატში არაერთი მნიშვნელოვანი და საკვანძო შეხვედრა გავმართეთ. ძალიან გაზრდილია ინტერესი სამხრეთ კავკასიაზე მას შემდეგ, რაც 47-ე პრეზიდენტის ადმინისტრაციამ უმნიშვნელოვანესი სამშვიდობო შეთანხმება გააფორმა სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის. ჩვენ კარგად ვხედავთ მათ მხარდაჭერას და თანადგომას ჩვენი ამერიკელი პარტნიორების მხრიდან, რომელიც ჩვენი ხალხისთვის და მთლიანად დემოკრატიული საზოგადოებისთვის არის კრიტიკული მნიშვნელობის მატარებელი. ივანიშვილი რამდენადაც არ უნდა ეცადოს აშშ-ის რადარიდან საქართველოს გაქრობას, ეს უბრალოდ შეუძლებელია, პირიქით, იზრდება ყურადღება შავი ზღვის საკითხებთან დაკავშირებით, ჩვენი პარტნიორები ინფორმირებულები არიან და კიდევ უფრო მეტ ინფორმაციას ვაწვდით ივანიშვილის ირანულ და ჩინურ კავშირებთან დაკავშირებით, რაც დარწმუნებული ვარ სულ მალე დამატებით შედეგს გამოიღებს, ივანიშვილის კრიმინალური რუსული რეჟიმის დასრულებაში“,- განაცხადა ლევან სანიკიძემ.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ინფორმაციით, პარტიის ლიდერები ამერიკის შეერთებული შტატების სენატში შეხვედრებს აგრძელებენ.

„სენატორებთან საუბრისას განიხილება საქართველო - აშშ-ს პარტნიორობის საკითხები, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან, ასევე საუბარი პოლიტიკური პატიმრების საკითხსაც შეეხო“,- ნათქვამია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა