„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა პარტიის ლიდერებთან ერთად, სენატის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარეს, სენატორ ჯიმ რიშს და ჰელსინკის კომისიის თავმჯდომარის სენატორ ვიკერის ოფისის წარმომადგენლებს შეხვდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „ნაციონალური მოძრაობის“ პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, სენატორებთან საუბრისას განიხილეს საქართველო-აშშ-ს პარტნიორობის საკითხი, ივანიშვილის რეჟიმის კავშირები კრემლთან, ჩინეთთან და ირანთან. საუბარი შეეხო პოლიტიკური პატიმრების საკითხს.
„დღეს შევხვდით სენატის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარეს ჯიმ რიშს, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი სენატორია, პრეზიდენტ დონალდ ტრამპთან დაახლოებული პირია, ის ასევე არის საქართველოს დიდი მეგობარი და არის საკვანძო ფიგურა MEGOBARI აქტის გატანაში აშშ-ის სენატში. როგორც სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში იყო აღნიშნული და ამაზე თანხმდება აღმასრულებელი და საკანონმდებლო ორგანო აშშ-ში, შეუძლებელია აშშ-საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვა მანამ, სანამ ქვეყანაში არიან პოლიტპატიმრები და სანამ ივანიშვილის რეჟიმი იღებს ავტოკრატიულ გადაწყვეტილებებს. აშშ საქართველოს ურთიერთობის გადატვირთვისთვის და აღდგენისთვის აუცილებელია რეჟიმის ცვლილება და ჩვენ საგარეო წნეხით და ჩვენი ბრძოლით ქვეყნის შიგნით ამ ცვლილებას აუცილებლად მოვიპოვებთ“, - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
გოჩა მირცხულავა: როგორ შეიძლება დავით აღმაშენებლის საქართველო იყოს ბიძინა ივანიშვილის შპს?! ან და პა
გოჩა მირცხულავა: წულუკიანის კომისია ბუნებაში არ არსებობს, ეს არის ბიძინა ივანიშვილის ღალატის კომისია