ვოლოდიმირ ზელენსკი - ვეთანხმებით ტრამპის ყველა წინადადებას მკვლელობების დასრულებასთან დაკავშირებით
თიბისი x გიორგი მამარდაშვილი - საქართველოში მეკარეობის პოპულარიზაციისთვის
უკრაინის სპეციალური ოპერაციების ძალებმა კურსკში რუსების ლოჯისტიკურ ცენტრს დაარტყეს
Global Finance-მა თიბისის ბიზნესმობაილბანკი აღმოსავლეთ და ცენტრალურ ევროპაში საუკეთესოდ დაასახელა
War update: 223 clashes on frontline over past day, Pokrovsk sector sees fiercest fighting again
Russian army loses 1,150 soldiers in war against Ukraine
Special operations forces hit Russian Marine Corps logistics hub in Kursk region
Canadian military personnel demonstrate how they train Ukrainian sappers

დენის შმიგალი - უკრაინა მალე დღეში მინიმუმ 1 000 დრონის გამოყენებას დაიწყებს

19.09.2025 ნახვები: 216

უკრაინა მალე დღეში მინიმუმ 1 000 დრონის გამოყენებას დაიწყებს, რუსული დრონების მასიური თავდასხმებისგან თავის დასაცავად, - ამის შესახებ უკრაინის თავდაცვის მინისტრმა, დენის შმიგალმა განაცხადა.

მისი თქმით, რუსეთი ერთ ღამეში, უკრაინის წინააღმდეგ, ზოგჯერ, 800-მდე დრონს იყენებს, ამიტომ უკრაინას დღეში მინიმუმ 1 000 დრონი სჭირდება მათ გასანეიტრალებლად.

„ამ დონეს მივაღწევთ. ვერ ვიტყვი, რა არის ამჟამინდელი დონე, მაგრამ უახლოეს მომავალში ამის მიღწევა მოხდება“, - აღნიშნა შმიგალმა.

მისი თქმით, პრობლემა და სირთულე არსებობს მიწისზედა კონტროლის სისტემების, რადარებისა და სხვა ელემენტების არსებობაში, რომლებიც ხელოვნურ ინტელექტს იყენებენ.

„ეს დიდი კომპლექსია და მის განხორციელებას ცოტა დრო დასჭირდება. თუმცა, ჩვენ თავდაჯერებულად, გრაფიკის მიხედვით მივდივართ ამ მიზნისკენ“, - აღნიშნა შმიგალმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა