დონალდ ტრამპი - პუტინს უახლოეს დღეებში დაველაპარაკები - მისთვის გზავნილი არ მაქვს, ის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება
"ლელო-ძლიერი საქართველოს" პოლიტიკური მდივანი სალომე სამადაშვილი ვიზიტით ბრიუსელში იმყოფება
ნიკოლოზ ჯავახიშვილის მიმართვა ციხიდან: მშვიდობიანი დროშების რევოლუცია და რუსული რეჟიმის დამხობა გარდაუვალია, არ შეეგუოთ უსამართლობას!
მოსამართლემ ნიკა კაცია უდანაშაულოდ ცნო და სხდომათა დარბაზიდან გაათავისუფლა
ნიკა კაცია - მართალი ვარ, გინდათ 20 წელი მომისაჯეთ, გინდათ დახვრეტა, მე არ დავბადებულვარ გმირობისთვის, მაგრამ დავიბადე იმისთვის, რომ ვიყო ბედნიერი
ანდრო ჭიჭინაძეს, ონისე ცხადაძეს, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვს, ლუკა ჯაბუას, გურამ მირცხულავას, ვალერი თეთრაშვილს, გიორგი ტერიშვილს, ირაკლი ქერაშვილს, რევაზ კიკნაძესა და სერგეი კუხარჩუკს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ
UK imposes new sanctions on Russia over illegal deportation of Ukrainian сhildren
UK defense secretary visits site of Russian strike on British Council in Kyiv

დონალდ ტრამპი - პუტინს უახლოეს დღეებში დაველაპარაკები - მისთვის გზავნილი არ მაქვს, ის გადაწყვეტილებას მიიღებს, თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება

03.09.2025 ნახვები: 223

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ვლადიმერ პუტინს უახლოეს მომავალში დაელაპარაკება. ამის შესახებ ტრამპმა თეთრ სახლში, პოლონეთის პრეზიდენტთან, კაროლ ნავროცკისთან შეხვედრაზე განაცხადა.

„როგორც იცით, ჩვენ ძალიან მკაცრი ზომები მივიღეთ. თუმცა, მას უახლოეს დღეებში დაველაპარაკები და ვნახოთ რა მოხდება. ზუსტად გავიგებ რა მოხდება“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

პოლონელი ჟურნალისტის შეკითხვას, რატომ არ დგამს ნაბიჯებს რუსეთის წინააღმდეგ მისი ადმინისტრაცია, დონალდ ტრამპმა უპასუხა, რომ რუსული ნავთობის შეძენის გამო ინდოეთისთვის ტარიფების დაწესება მსგავსი ნაბიჯი იყო.

„ამას ნაბიჯს არ უწოდებთ? ჯერ მეორე ფაზაც კი არ დამიწყია. არც მესამე ფაზა დამიწყია“, - აღნიშნა ტრამპმა.

მისი თქმით, რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა მისი პოზიცია იცის.

„მე მისთვის გზავნილი არ მაქვს. ასე თუ ისე, ის გადაწყვეტილებას მიიღებს და რაც არ უნდა იყოს მისი გადაწყვეტილება, ჩვენ ან კმაყოფილები ვიქნებით ან უკმაყოფილოები. თუ ჩვენ უკმაყოფილოები ვიქნებით, ნახავთ, რომ რაღაცები მოხდება“, - განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა