დონალდ ტრამპმა ევროპელ ლიდერებს განუცხადა, რომ რუსული ნავთობის შეძენა შეწყვიტონ
ვოლოდიმირ ზელენსკი - ტრამპი უკმაყოფილოა, რომ ევროპა რუსეთისგან ნავთობს ყიდულობს, მათ შორის ორი ქვეყანაა: უნგრეთი და სლოვაკეთი
ემანუელ მაკრონი - 26-მა ქვეყანამ პირობა დადო, რომ უკრაინაში დამატებითი ძალები გაგზავნოს, ხმელეთზე, ჰაერსა თუ ზღვაში - აშშ უსაფრთხოების გარანტიების უზრუნველყოფაში მონაწილეობას მიიღებს
თიბისი კონცეპტის ტრადიციულად მრავალფეროვანი- Back To School შეთავაზებები
ჯორჯო არმანი 92 წლის ასაკში გარდაიცვალა
ანუკი ჩრდილელი - თამთა მეგრელიშვილს აუცილებლად ვუჩივლებ, ჯანმრთელობის ცრუ მდგომარეობის გამოტანა ასე არ ხდება
გრიგოლ გეგელია - ევროინტეგრაციის მხარდაჭერა რუსული რეჟიმის პროპაგანდის მიუხედავად კვლავაც ძალიან მაღალია
პროტური ფოთი 2025 - თიბისი წყალსათხილამურო საერთაშორისო ტურნირის მხარდამჭერია

ფრიდრიხ მერცი - პუტინს, ამჟამად, ცეცხლის შეწყვეტისთვის ან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის საფუძველი არ აქვს - ეს საფუძველი ჩვენ უნდა შევქმნათ

03.09.2025 ნახვები: 236

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის განცხადებით, რუსეთის ლიდერს, ვლადიმერ პუტინს ომის დასრულების ან უკრაინასთან სამშვიდობო შეთანხმების მიღწევის სურვილი არ აქვს.

მერცმა ჟურნალისტებთან საუბარში განაცხადა, რომ მას პუტინის მიმართ ნდობის საფუძველი არ აქვს და დასძინა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მზად იქნება მოლაპარაკებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მის ინტერესებში იქნება.

„ის მზად იქნება მოლაპარაკებისთვის მხოლოდ მაშინ, როდესაც ეს მისთვის სარგებლის მომტანი იქნება. ახლა, პუტინის აზრით, მისთვის სარგებლის მომტანი ომის გაგრძელებაა. ის იპყრობს ტერიტორიებს. ის ხედავს დისკუსიას, რომელსაც ჩვენ აქ, ევროპაში ვაწარმოებთ და რომელსაც ვაწარმოებთ ამერიკაში. ის ხედავს, როგორ ექცევა მას ამერიკის პრეზიდენტი. ის ხედავს, როგორ ექცევიან მას მსოფლიოს სხვა სახელმწიფოებისა და მთავრობების მეთაურები, მე მხოლოდ საკვანძო სიტყვას დავასახელებ - „შანხაის კონფერენცია““, - აღნიშნა მერცმა.

მისი მტკიცებით, კრემლის პოზიციის შესაცვლელად აუცილებელია ისეთი პირობების შექმნა, რომელიც რუსეთს ომიდან გამოსავლის ძიებას აიძულებს. მერცი მიიჩნევს რომ, ეს, პირველ რიგში, ეკონომიკური საშუალებებით - რუსეთის სამხედრო ეკონომიკის ამოწურვით შეიძლება გაკეთდეს.

„ამჟამად მას (პუტინს) ცეცხლის შეწყვეტისთვის ან სამშვიდობო შეთანხმების გაფორმებისთვის საფუძველი არ აქვს. ამისთვის საფუძველი ჩვენ უნდა შევქმნათ. სამხედრო თვალსაზრისით ეს რთული იქნება, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით - შესაძლებელია. ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ რუსეთს არ ჰქონდეს შესაძლებლობა, მხარი დაუჭიროს სამხედრო ეკონომიკას“, - აღნიშნა მერცმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა