პარლამენტთან აქციის მონაწილეები გზის გადაკეტვას ცდილობდნენ, პოლიციამ კორდონი გააკეთა
რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 ადამინია დაკავებული
„ლელო-ძლიერი საქართველო“ - ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ
"ეს არ არის სასამართლო - ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს" - ირაკლი კუპრაძე
ირაკლი მიმინოშვილის დედა - ბრძოლა იწყება ახლა! ეს განაჩენი არც ერთს არ შეგრჩებათ!
ზვიად ცეცხლაძის დედა - რეჟიმს ეშინოდეს დედების
ვეფხია კასრაძის მეუღლე - 9 თვეა აბსურდში ვართ და აბსურდული განაჩენით დასრულდა დღევანდელი დღე
თორნიკე გოშაძის დედა - ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს!

ვეფხია კასრაძის მეუღლე - 9 თვეა აბსურდში ვართ და აბსურდული განაჩენით დასრულდა დღევანდელი დღე

02.09.2025 ნახვები: 234

რეალისტი ვარ და ზღაპრის მოლოდინი ნამდვილად არ მქონდა, რადგან 9 თვეა აბსურდში ვართ და აბსურდული განაჩენით დასრულდა დღევანდელი დღე,- ამის შესახებ მსჯავრდებულ ვეფხია კასრაძის მეუღლემ ელენე კროტენკომ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისინი ბრძოლას გააგრძელებენ და პროტესტის ახალ ეტაპს დაანონსებენ.

„მინდა ვთქვა, რომ პროტესტის ახალ ეტაპს ვიწყებთ და ეს პროტესტი არ გაჩერდება. ჩვენ ამ უსამართლობას, განუკითხაობას არ შევეგუებით, აუცილებლად დავასრულებთ და დავამთავრებთ ამ უბედურებას, არც ერთი წუთით არ გავჩერდებით“, - განაცხადა ელენე კროტენკომ.

ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მასში მონაწილეობის ბრალდებით დაკავებული ზვიად ცეცხლაძე და კიდევ 7 პირი სასამართლომ აღნიშნულ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნო, თუმცა, მათ ბრალდებას კვალიფიკაცია შეუცვალა - ისინი ძალადობისთვის ცნო დამნაშავედ.

მოსამართლე თამარ მჭედლიშვილის გადაწყვეტილებით, ბრალდებულების ნაწილს 2 წლით თავისუფლების აღკვეთა, ნაწილს კი 2 წლით და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.

კერძოდ, სასამართლომ 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილები 226-ე მუხლზე გადაუკვალიფიცირა, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

ზვიად ცეცხლაძეს, ვასილ კაძელაშვილსა და ვეფხია კასრაძეს 2 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა.

რაც შეეხება ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს, 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარდგენილი ბრალდება, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს, გადაუკვალიფიცირა და სისხლის სამართლის კოდექსის 226-ე მუხლით და სცნო დამნაშავედ, რაც ჯგუფური მოქმედების ორგანიზებას გულისხმობს, რომელიც საზოგადოებრივ წესრიგს არღვევს ან მასში აქტიურ მონაწილეობას გულისხმობს.

ინსაფ ალიევს, თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს და გიორგი გორგაძეს 2-2 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯათ.

IPN

ყველას ნახვა
ყველას ნახვა