რუსთაველის გამზირზე მიმდინარე საპროტესტო აქციაზე 20 ადამინია დაკავებული
„ლელო-ძლიერი საქართველო“ - ივანიშვილის მსახურმა სასამართლომ დღეს კიდევ ერთხელ დაგვანახა სისტემის მორჩილება რუსული რეჟიმის მიმართ
"ეს არ არის სასამართლო - ეს არის იარაღი, რომელსაც რეჟიმი ჩვენ წინააღმდეგ იყენებს" - ირაკლი კუპრაძე
ირაკლი მიმინოშვილის დედა - ბრძოლა იწყება ახლა! ეს განაჩენი არც ერთს არ შეგრჩებათ!
ზვიად ცეცხლაძის დედა - რეჟიმს ეშინოდეს დედების
ვეფხია კასრაძის მეუღლე - 9 თვეა აბსურდში ვართ და აბსურდული განაჩენით დასრულდა დღევანდელი დღე
თორნიკე გოშაძის დედა - ჩვენი შვილები სიცილით შეეგებნენ განაჩენს, ირაკლი კობახიძე კი ხალხში ვერ გავა ვერასდროს!
სალომე ზურაბიშვილი - 8 პროევროპელი მომიტინგე დააპატიმრეს, რაც განსხვავებული აზრის ჩახშობის აშკარა მცდელობაა

სალომე ზურაბიშვილი - ანტონ ჩეჩინის მიმართ გამოტანილ განაჩენი არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი

02.09.2025 ნახვები: 228

ტერორი საქართველოში: ანტონ ჩეჩინს 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა საქართველოს პროევროპული მოძრაობის მხარდაჭერისთვის, - ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.

მისი შეფასებით, ეს არის „პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მიერ, რომელსაც გადაწყვეტილი აქვს, ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“.

„ეს არ არის სამართლიანობა - ეს არის პოლიტიკური ტერორის სასტიკი აქტი იმ რეჟიმის მხრიდან, რომელიც მოწოდებულია, ჩვენი ქვეყნის ევროპული მომავალი ჩაახშოს“, - წერს ზურაბიშვილი.

შეგახსენებთ, თბილისის საქალაქო სასამართლომ რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს, ანტონ ჩეჩინს, რომელიც ნარკოდანაშაულშია ბრალდებული, 8 წლითა და 6 თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. ანტონ ჩეჩინი 2024 წლის 3 დეკემბერს დააკავეს. მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით აქვს წარდგენილი, რაც განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების შეძენა-შენახვა, ტარებას გულისხმობს და სასჯელის სახედ და ზომად 8-დან 20- წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა