არასამთავრობოები - შვიდი დამოუკიდებელი ორგანიზაციის დაყადაღება ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი უკანონობაა
თორნიკე გოშაძე მოსამართლეს - თქვენი ოცნება არასდროს იქნებოდა უდანაშაულო ადამიანების სურვილებისა და ოცნების დარღვევა, საპყრობილეში გამომწყვდევა
თიბისის სპეციალური საპრიზო კატეგორია ახალი თაობის მხარდასაჭერად AD BLACK SEA 2025-ზე
თაზო დათუნაშვილი - „ქართულმა ოცნებამ“ დღევანდელ საქართველოში სტალინური ეპოქის საბჭოთა დასმენის სისტემა მოქმედებაში მოიყვანა
ნიკოლოზ ჯავახიშვილი - სიცოცხლე ისედაც ხანმოკლეა, მოვიქცეთ ისე, რომ არავის ვაწყენინოთ
ვეფხია კასრაძე - არ ვნანობ, რომ ჩემი სამშობლოსთვის ვიბრძვი, ციხისთვის კი არა, სიკვდილისთვისაც ვარ მზად
ფრიდრიხ მერცი - ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება
ირაკლი მიმინოშვილი სასამართლოს - თავს დამნაშავედ არ ვცნობ, ვერ გავიგე აქ რისთვის ვარ

ფრიდრიხ მერცი - ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება

27.08.2025 ნახვები: 215

ევროპის უსაფრთხოებისთვის ყველაზე დიდ საფრთხეს რუსეთი წარმოადგენს , - ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა მინისტრთა კაბინეტის სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

გერმანიის კანცლერის, ფრიდრიხ მერცის ცნობით, დღეს თავდაცვის მინისტრ, ბორის პისტორიუსთან ერთად აშშ-ის ევროპული სარდლობის მეთაურ, ალექსუს გრინკევიჩს შეხვდა.

„ვითარების შესახებ მისი ანგარიში ნათელი იყო. ევროპაში თავისუფლებისთვის, მშვიდობისა და სტაბილურობისთვის ყველაზე დიდ საფრთხედ კვლავ რუსეთი რჩება“, - განაცხადა ფრიდრიხ მერცმა.

ცნობისთვის, დღეს გერმანიის მინისტრთა კაბინეტმა სამხედროების რაოდენობის გაზრდის მიზნით ნებაყოფლობითი სამხედრო სამსახურის შესახებ კანონპროექტი მიიღო.

გერმანიის თავდაცვის მინისტრის, ბორის პისტორიუსის განცხადებით, „რუსეთის აგრესიული პოზიცია ბუნდესვერის გაზრდას აუცილებელს ხდის“.

გერმანიის მთავრობის მინისტრთა კაბინეტის მიერ მიღებული კანონპროექტი ძალაში 2026 წლის იანვარში შევა, თუ მას მხარს პარლამენტი დაუჭერს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა