ტრამპი - თუ ზელენსკი და პუტინი ერთმანეთს არ შეხვდებიან, შეიძლება ამას რუსეთისთვის სერიოზული შედეგები მოჰყვეს
ლორა კუპერი - ჩემთვის წარმოუდგენელია, რომ დღეს საქართველოში რუსეთთან ასეთი მჭიდრო თანამშრომლობა იქნებოდა
ირაკლი კუპრაძე - ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში
ლელომ და გახარიას პარტიამ თბილისის მაჟორიტარები წარადგინეს
დონალდ ტრამპი - ყველა საუბარი, რაც პუტინთან მაქვს კარგია, მაგრამ შემდეგ ბომბს აგდებენ კიევის თავზე ან სხვაგან და შემდეგ ძალიან ვბრაზდები
ლევან ხაბეიშვილი - გდდ-ს თანამშრომლები ვარჯიშობენ, ივანიშვილს და მის დაჯგუფებას 4 ოქტომბრის ძალიან ეშინია - მინდა, მათ ვუთხრა: გაქვთ შანსი 200 000 დოლარი ჯილდო მიიღოთ, უბრალოდ ფარის დადება მოგიწევთ
Russia trying to disrupt Ukraine’s winter preparations – Zelensky
Norway intending to allocate USD 8.5B in aid to Ukraine in 2026

ირაკლი კუპრაძე - ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში

25.08.2025 ნახვები: 228

ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისში მოქალაქეების საჭიროებებზე ზრუნვა, პრობლემების მოგვარება, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება პოლიტპატიმრების თავისუფლებისთვის ბრძოლა, ჩვენი მთავარი მიზანი იქნება თბილისელებისთვის რეალურ გასაჭირზე ხმაური და ამ პრობლემების გადაწყვეტა, - ამის შესახებ “ლელო - ძლიერი საქართველოსა” და “გახარია საქართველოსთვის” თბილისის მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ თბილისის საკრებულოს მაჟორიტარობის კანდიდატების წარდგენის ღონისძიებაზე განაცხადა.

მისივე თქმით, კოალიცია “ლელო - ძლიერი საქართველო” და პარტია “გახარია საქართველოსთვის” თბილისის თითოეულ უბანში შეძლებენ, დაარწმუნონ ამომრჩევლები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი.

“დღეს ჩვენ ვიმყოფებით მარტივ მოცემულობაში, სადაც საქართველოსა და თბილისს ჰყავს ხელისუფლება, რომელსაც უკავშირდება ჩვენი სიღარიბე, ჩვენი ავარიული სახლები. “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უსამართლობა, “ქართულ ოცნებასა” და ივანიშვილს უკავშირდება უკანონობა, შერჩევითი სამართალი, საჯარო მოხელეების დევნა და რეპრესია, მათი სამსახურებიდან გათავისუფლება. მხოლოდ და მხოლოდ საკუთარ წევრებზე ზრუნვა, უკავშირდება უკანონო მშენებლობები და ის ურბანული ჯოჯოხეთი, რომელიც დედაქალაქს მოუწყვეს. უკავშირდება ის მძიმე გარემო, რომელიც ჩვენს მოქალაქეებს, თბილისელებს, ჩვენს შვილებს წამლავს ყოველდღიურად, ის ჰაერი, რომელიც უმძიმესად არის დაბინძურებული. ამ პრობლემების სია უზარმაზარია.

მე მინდა დღეს, ჩვენს ორ მთავარ გუნდთან ერთად - “ლელო - ძლიერი საქართველო” და “გახარია საქართველოსთვის” წარმოგიდგინოთ ადამიანები, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან ამ პრობლემების მოგვარებასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს კეთილდღეობასთან, რომლებიც დაკავშირებული იქნებიან თქვენს ახალ საცხოვრისთან, სუფთა ჰაერთან, სწორ სოციალურ მხარდაჭერასთან, ახალი სამუშაო ადგილების შექმნასთან, იმ ჯანდაცვასთან, რომელიც დღეს თბილისელებს სჭირდებათ, გამართულ ინფრასტრუქტურასთან, საცობების გარეშე ქალაქთან. ეს ადამიანები იქნებიან დაკავშირებული თქვენს ბედნიერებასთან, თქვენს კეთილდღეობასთან და წლების განმავლობაში თითოეულ იმ კანდიდატს, რომელსაც დღეს წარმოგიდგენთ, აქვთ გამარჯვების რწმენა, კომპეტენცია და წლების განმავლობაში დამტკიცებული აქვთ ის, რისიც სჯერათ, საკუთარი განათლებით, საკუთარი ბრძოლით, სამოქალაქო აქტივიზმით, საჯარო სამსახურებში მუშაობითა და ა.შ.

ვართ ამაყები, რომ არ გავურბივართ არანაირ წინააღმდეგობას, ვიმყოფებით მოქმედებაში. თბილისის თითოეულ უბანში შევძლებთ, რომ დავარწმუნოთ მოქალაქეები, რომ ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი”, - აღნიშნა ირაკლი კუპრაძემ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა