ლევან ხაბეიშვილი - ივანიშვილის გუნდი აღარ არსებობს, შეგვიძლია, ეს ხალხი მალე გავისტუმროთ - მშვიდობიანი დამხობა რეჟიმს
ირაკლი კობახიძე - არის გამოწვევები, რაც უკავშირდება, მათ შორის, აშშ-თან და ევროკავშირთან ურთიერთობებს
პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა
ანრი ოხანაშვილმა სუს-ის უფროსის თანამდებობა დატოვა
თბილისის მერობის კანდიდატი, ირაკლი კუპრაძე, გუნდის წევრებთან ერთად თბილისელ პენსიონერებს შეხვდა
ევროკავშირი უკრაინას დამოუკიდებლობის დღისთვის 4 მილიარდ ევროს გადასცემს
დონალდ ტრამპი - ორ კვირაში გადავწყვეტთ, იქნება ეს მასშტაბური სანქციები, ტარიფები, თუ არაფერს არ გავაკეთებთ და ვიტყვით: „ეს თქვენი ბრძოლაა"
Zelensky on security guarantees for Russia: I don't know who is threatening them

პრემიერმა სუს-ის უფროსად მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა

23.08.2025 ნახვები: 212

 

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის პოსტზე მამუკა მდინარაძის კანდიდატურა წარადგინა.

კობახიძის თქმით, კანდიდატურა პარლამენტს წარედგინება.

ამასთან, პრემიერმა ოხანაშვილს სუს-ის უფროსის თანამდებობაზე გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა.

„პროცედურა ითვალისწინებს მთავრობის მიერ პარლამენტისთვის კანდიდატის წარდგენას. მას შემდეგ, რაც პარლამენტი ცნობად მიიღებს სამსახურის უფროსის თანამდებობის შეწყვეტის შესახებ ინფორმაციას, ამ პროცედურების დაცვის გათვალისწინებით ჩვენ საქართველოს პარლამენტს წარვუდგენთ ბატონი მამუკა მდინარაძის კანდიდატურას. მას არ სჭირდება განსაკუთრებული წარდგენა. აღვნიშნავ იმას, რომ მას აქვს სამართალდამცავ უწყებებში მუშაობის ძალიან ხანგრძლივი, მრავალწლიანი გამოცდილება, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულებისთვის.

გასული რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენ გვქონდა ძალიან სერიოზული მიღწევები კრიმინალთან ბრძოლის თვალსაზრისით. გადაიდგა მნიშვნელოვანი ნაბიჯები დანაშაულთან ბრძოლის, მათ შორის, კორუფციასთან ბრძოლის კუთხით, ნარკოტიკულ დანაშაულთან ბრძოლის, ასევე ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის თვალსაზრისით. მიუხედავად იმისა, რომ შედეგები არის შთამბეჭდავი, ჩვენ გვჭირდება დამატებითი ძალისხმევა იმისათვის, რომ საბოლოოდ აღმოვფხვრათ პრობლემები, რომლის წინაშეც დგას ჩვენი ქვეყანა და ამ ყველაფერში მამუკა მდინარაძეს, როგორც უსაფრთხოების სამსახურის უფროსს, შეუძლია, სერიოზული წვლილის შეტანა. მე ვარ დარწმუნებული, რომ პარლამენტისგან ექნება მყარი ნდობა ბატონ მამუკა მდინარაძეს და მას მინდა ვუსურვო წარმატებები სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელის პოზიციაზე", - განაცხადა პრემიერმა.

ცნობისთვის, სუს-ის უფროსმა ანრი ოხანაშვილმა თანამდებობის დატოვების შესახებ დღეს განაცხადა. ოხანაშვილის განცხადებით, ის ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩევლის თანამდებობას დაიკავებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა