Zelensky on security guarantees for Russia: I don't know who is threatening them
Rutte: NATO security guarantees for Ukraine must not repeat past failures
აბასთუმანში ახალგაზრდა კაცის ცხედარი იპოვეს
„რუსუდან ხიზანიშვილის პერსონალური იკონოგრაფია“ თიბისი კონცეპტის გალერეაში
მარკ რუტე - უკრაინის უსაფრთხოების გარანტიები ისეთი უნდა იყოს, რომ ვლადიმერ ვლადიმირის ძე პუტინმა უკრაინაზე თავდასხმაზე აღარასდროს იფიქროს
ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს
თინა ბოკუჩავა - ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი
ალეკო ელისაშვილი - როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი

ირაკლი კუპრაძემ და ნიკა ჩერქეზიშვილმა მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს

22.08.2025 ნახვები: 226

კოალიცია „ლელო - ძლიერი საქართველოს“ ცენტრალურ შტაბში, მერობის კანდიდატმა, ირაკლი კუპრაძემ და თბილისის ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ნიკა ჩერქეზიშვილმა, მიუსაფარ ცხოველთა დამცველ მოქალაქეებთან შეხვედრა გაიმართეს. ამის შესახებ ინფორმაციას კოალიციის პრესსამსახური ავრცელებს.

მისივე ინფორმაციით, მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა, მათზე ზრუნვა -პატრონობა და გარემოს უსაფრთხოება, ეს ის საკითხებია, რომელიც საზოგადოებისთვის დღეს დიდ გამოწვევას წარმოადგენს და წლებია მოუგვარებელ პრობლემად რჩება.

„როგორ უნდა გადაწყდეს მიუსაფარი ცხოველების საკითხი ისე, რომ დაცული იყოს როგორც ცხოველთა უფლებები, ისე გარემოს უსაფრთხოება და რამდენად მნიშვნელოვანია მუნიციპალიტეტების საქმიანობა ამ მხრივ.

როგორც საერთაშორისო გამოცდილება აჩვენებს, მიუსაფარ ცხოველთა ეფექტიანი მართვა სწორედ ადგილობრივი თვითმმართველობებიდან იწყება, გამჭვირვალე ბიუჯეტით და საზოგადოების აქტიური ჩართულობით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

 

 

ყველას ნახვა
ყველას ნახვა