თინა ბოკუჩავა - ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი
ალეკო ელისაშვილი - როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი
ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული და ჩამოქცევის პირას - გრიგოლ გეგელია
გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც „მწვანე საზღვართან“ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მესტია ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს გადააბარა, ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად

„ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული და ჩამოქცევის პირას - გრიგოლ გეგელია

22.08.2025 ნახვები: 244

ძლიერი საქართველოს“ საგარეო მდივნის გრიგოლ გეგელიას განცხადებით, ქალაქ გორში 5 წლის წინ დაიდგა ატრაქციონი, რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია.

როგორც გეგელიამ ბრიფინგზე განაცხადა, ეს ატრაქციონი ბავშვებს და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის.

„ჩვენ ახლა ვართ ატრაქციონთან, რომელიც 5 წლის წინ დაიდგა და რომელსაც არცერთი დღის განმავლობაში არ უმუშავია. ეს ბაღი, ძალიან ლამაზი ადგილი, ძალიან კარგ და მაგარ ქალაქში არის „ქოცური“ არაკომპეტენტურობის, კორუფციის და ანტისოციალურობის ძალიან მკაფიო და ნათელი მაგალითი. ატრაქციონები, რომელიც დაჯდა 800 ათასი ლარი თქვენი ჯიბიდან, არცერთი დღის განმავლობაში არ ჩართულა. ჯერ დაიდგა ატრაქციონები და შემდეგ დაიწყო პარკის რეაბილიტაცია, რომელმაც 3 წელი გასტანა და 12 მილიონი ლარი დაუჯდა თითოეულ ჩვენგანს. ამასობაში ყველას დაავიწყდა ატრაქციონებისთვის ყურადღების მიქცევა, რომელიც დაჟანგდა, ისევე როგორც ეს „ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული და ჩამოქცევის პირას. ეს ატრაქციონები ჩვენს ბავშვებს და საზოგადოებას საფრთხეს უქმნის. ის, რაც 5 წლის წინ 800 ათას ლარად დაიდგა, არის პოტენციურად სიკვდილის მახე“,-განაცხადა გეგელიამ.

მან მოქალაქეებს მიმართა, რომ დადგა დრო, ბოლომდე იბრძოლონ და დაიბრუნონ არა მხოლოდ გორი, არამედ სხვადასხვა ქალაქი.

„რამდენი ტრაგედია უნდა დატრიალდეს ამ ქვეყანაში, რამდენი ბავშვი უნდა დავკარგოთ სწორედ პარკებში, ორმოების გამო, არასწორი ელექტრობის გამო? რას უნდა დაველოდოთ მანამ, სანამ ფუნდამენტურად შევცვლით ჩვენს ქვეყანას, რომლის გარემო არ არის დაცული, რომლის შენობები არის ავარიული, ეკოლოგია არის უმძიმეს მდგომარეობაში, სადაც არის ნარკოპანდემია, ტოტალური დაუცველობა მოქალაქეების, სადაც არავის გააჩნია სიმშვიდე, უსაფრთხოება და მომავლის რაიმე პერსპექტივა“, - განაცხადა გეგელიამ.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა