თინა ბოკუჩავა - ეს რეჟიმი ძალიან მალე დასრულდება, რასაც ადასტურებს პოლიტპატიმრების ყოველდღიური ბრძოლა და არჩილ მუსელიანცის მაგალითი
ალეკო ელისაშვილი - როცა მარტო ფულის მოპარვა გადარდებს, 8 წლის მერობის თავზე ასე გამოიყურება ისტორიული ქალაქი
ქმარმა ცოლი სანადირო თოფით მოკლა
პარლამენტთან, კამერების დენის წყაროს დაზიანებისთვის ბრალდებულ არჩილ მუსელიანცს 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
„ქოცური“ რეჟიმი არის დაჟანგებული და ჩამოქცევის პირას - გრიგოლ გეგელია
გიორგი ბაჩიაშვილი - როგორც „მწვანე საზღვართან“ ვერ ვიქნებოდი, სადაც ვითომ დამაკავეს, ისე, საკუთარ თავზე თავდასხმის ორგანიზებას ვერ მოვახდენდი
თემიკო მაჭავარიანმა AI-ის საერთაშორისო ოლიმპიადაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა - საქართველოს ნაკრების მხარდამჭერია თიბისი
მიხეილ სააკაშვილი - ივანიშვილმა მესტია ადგილობრივ კრიმინალ ფეოდალს ვიქტორ ჯაფარიძეს გადააბარა, ჩემს შემდეგ თითი თითზე არ დადებულა სვანეთის განსავითარებლად

ნეთანიაჰუ - ისრაელი დაიწყებს მოლაპარაკებებს ყველა მძევლის გასათავისუფლებლად

22.08.2025 ნახვები: 210

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადებით, ყველა დარჩენილი მძევლის გათავისუფლებისა და ღაზაში ომის ისრაელისთვის მისაღები პირობებით დასრულების მიზნით მოლაპარაკებების დაწყების დავალება გასცა.

მისივე თქმით, ისრაელის მინისტრთა კაბინეტმა ასევე დაამტკიცა ქალაქ ღაზაზე შეტევის გეგმები.

„მოვედი, რათა დავამტკიცო ისრაელის თავდაცვის ძალების გეგმები ქალაქ ღაზაზე კონტროლის აღებისა და „ჰამასის“ დამარცხების შესახებ. ეს ორი საკითხი - „ჰამასის“ დამარცხება და ჩვენი ყველა მძევლის გათავისუფლება - ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია“, - აღნიშნა ნეთანიაჰუმ.

„ჰამასი“ ორშაბათს დათანხმდა კატარისა და ეგვიპტის შუამავლების მიერ შემუშავებულ წინადადებას 60-დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ, რომელიც ღაზაში დარჩენილი მძევლების ნახევრის გათავისუფლებას გულისხმობს. ნეთანიაჰუმ აღნიშნული შეთავაზება არ მიიღო. „ჰამასმა“ ისრაელის პრემიერი შუამავლების მიერ ცეცხლის შეწყვეტის წინადადების უგულებელყოფასა და შეთანხმების მიღწევისთვის დაბრკოლებების შექმნაში დაადანაშაულა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა