Zelensky, Costa discuss EU’s new sanctions package and negotiation clusters
Coalition of the Willing to hold consultations with US on security guarantees for Ukraine
Trump on security guarantees for Ukraine: US ready to assist in the air
Next 15 days 'critical' to determine security guarantees for Ukraine – Macron
ურსულა ფონ დერ ლაიენი - ვაშინგტონში მოლაპარაკებები წინ წავიდა უკრაინისთვის უსაფრთხოების მტკიცე გარანტიების მიცემის, სისხლისღვრის დასრულების, სანქციების და გატაცებული ბავშვების დაბრუნების საკითხებზე
დონალდ ტრამპი - უკრაინა სიცოცხლეს დაიბრუნებს, უკრაინელები ბევრ მიწას მიიღებენ
დონალდ ტრამპი - ზელენსკისა და პუტინს საშუალებას მივცემ, რომ ჯერ ისინი შეხვდნენ
გიორგი გახარია: „ლელო – ძლიერი საქართველოსთან“ ერთად წარვადგინეთ შეთანხმებული კანდიდატები - შედგა ჩვენი შეთანხმების პირველი ეტაპი, დაპირება, რომელიც ქართულ საზოგადოებას მივეცით

დონალდ ტრამპი - უკრაინა სიცოცხლეს დაიბრუნებს, უკრაინელები ბევრ მიწას მიიღებენ

19.08.2025 ნახვები: 204

ევროპელები უკრაინაში ჯარების განთავსებისთვის მზად არიან - ჩვენ მათ დავეხმარებით, განსაკუთრებით ჰაერში , - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა Fox News-თან ინტერვიუში განაცხადა.

„ევროპელ ლიდერებს ამ ომის დასრულება სურთ. რაც შეეხება უსაფრთხოების გარანტიებს, ისინი თავისი ხალხის ადგილზე განთავსებისთვის მზად არიან. ჩვენ მზად ვართ მათ დავეხმაროთ, განსაკუთრებით ჰაერში, რადგან ისეთი შეიარაღება არავის აქვს, როგორც ჩვენ. მაგრამ, თუ შეთანხმებას მივაღწევთ, პრობლემა არ იქნება. უსაფრთხოების გარანტიები რაღაც ფორმით იქნება, მაგრამ ეს ნატო ვერ იქნება. უკრაინა ნატო-ს წევრი ვერ გახდება. უკრაინა ერთგვარი ბუფერული ზონა იყო რუსეთსა და ევროპას შორის. ყველაფერი კარგად იყო, სანამ ბაიდენი არ ჩაერია“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა.

მისი თქმით, ტერიტორიების გაცვლის ფარგლებში უკრაინა ბევრ მიწას მიიღებს.

„უკრაინა სიცოცხლეს უკან დაიბრუნებს. მათი ხალხის მკვლელობები დასრულდება და ისინი ბევრ მიწას მიიღებენ. ეს ომი იყო და რუსეთი ძლიერი სამხედრო ქვეყანაა. შეიძლება ეს ბევრს არ მოსწონს, მაგრამ რუსეთი ძლიერი ქვეყანაა. უკრაინელი ჯარისკაცები მამაცები არიან, რადგან ისინი გაცილებით დიდ ძალას ებრძვიან. რუკას თუ დააკვირდებით დაინახავთ, რომ ტერიტორიის დიდი ნაწილი დაკავებულია. დონბასის შესახებ საუბრობენ, მაგრამ დონბასის 79% რუსეთის მიერ კონტროლდება“, - აღნიშნა აშშ-ის პრეზიდენტმა.

ამასთან, დონალდ ტრამპის განცხადებით, რუსეთის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს ევროპელი ლიდერების თანდასწრებით არ დაურეკა, რადგან ეს „პუტინის მიმართ უპატივცემულობა იქნებოდა“.

„ეს არ გავაკეთე, რადგან მათ თბილი ურთიერთობები არ აქვთ. პრეზიდენტ პუტინს თეთრ სახლთან კომუნიკაცია წლების განმავლობაში არ ჰქონია. პუტინმა მითხრა, რომ უკვე წლებია, რაც ევროპიდან საუბარი არავისთან ჰქონია. მე ყოველთვის კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან. თქვენ ნახეთ, როცა ის მისი თვითმფრინავიდან ჩამოვიდა და მე ჩემი თვითმფრინავიდან, იქ სითბო იგრძნობა და ეს კარგი რამ არის“, - განაცხადა დონალდ ტრამპმა

ყველას ნახვა
ყველას ნახვა