Russian army loses another 900 troops in war against Ukraine
Trump wants to hold trilateral meeting with Zelensky and Putin next Friday – Axios
Putin's rhetoric on Ukraine war unchanged – ISW
Russia may step up pressure on battlefield soon – Zelensky
Reuters - ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო
მარკო რუბიო - პრეზიდენტების შეხვედრა პროგრესია
დონალდ ტრამპი - რუსეთსა და უკრაინას შორის საშინელი ომის დასასრულებლად საუკეთესო გზას პირდაპირ სამშვიდობო შეთანხმება წარმოადგენს
Senator Graham: War could end before Christmas if Trump, Zelensky, and Putin meet

Reuters - ზელენსკიმ მთლიანი დონეცკის ოლქის გადაცემაზე პუტინის მოთხოვნა უარყო

17.08.2025 ნახვები: 203

უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ აშშ-ის პრეზიდენტთან, დონალდ ტრამპთან სატელეფონო საუბრის დროს უარყო რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მოთხოვნა დონეცკის მთლიანი ოლქის დათმობის შესახებ, ფრონტის სხვა ხაზების გაყინვის სანაცვლოდ. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

დონალდ ტრამპი ვოლოდიმირ ზელენსკის რუსეთის ლიდერთან გამართული შეხვედრის შემდეგ ტელეფონით ესაუბრა. უკრაინისა და აშშ-ის პრეზიდენტების საუბარს, რომელიც, უკრაინის ლიდერის თქმით, საათ-ნახევარი გაგრძელდა, ევროპელი და ნატო-ს ლიდერებიც შეუერთდნენ.

ორშაბათს ვაშინგტონში დაგეგმილია დონალდ ტრამპისა და ვოლოდიმირ ზელენსკის შეხვედრა, რომელზეც, სააგენტო „როიტერის“ წყაროს ცნობით, ევროპელი ლიდერებიც არიან მიწვეული.

მედიაში გავრცელებული ცნობებით, ტრამპმა უთხრა ზელენსკის, რომ პუტინმა შესთავაზე ფრონტის ხაზის გაყინვა, თუ უკრაინა სრულად გაიყვანს თავის ძალებს დონბასიდან, რაც ზელენსკიმ გამორიცხა.

ამასთან, გამოცემა „ნიუ იორკ თაიმსის“ ცნობით, რუსეთი ითხოვს გარანტიებს, რომ ომის შემდეგ რუსული ენა უკრაინაში ოფიციალური ენა გახდება და რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესია უკრაინის ტერიტორიაზე თავისუფლად ფუნქციონირებას შეძლებს.

დონალდ ტრამპისა და ვლადიმირ პუტინის შეხვედრა 15 აგვისტოს ალასკაში, ამერიკულ სამხედრო ბაზაზე გაიმართა. ეს იყო აშშ-რუსეთის პირველი სამიტი უკრაინაში რუსეთის ფართომასშტაბური ომის დაწყების შემდეგ. ლიდერების მოლაპარაკებები სამ საათს გაგრძელდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა