დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა
დონალდ ტრამპი - შესანიშნავი საუბარი მქონდა დიდად პატივცემულ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან
"ძლიერი საქართველოს - ლელო" - "ქართული ოცნების" მხრიდან დაწყებული დევნისა და შევიწროების პროცესი ახალ მასშტაბს იძენს
აფეთქების მომზადებაში ბრალდებული დავით ხომერიკი სასამართლომ დამნაშავედ ცნო - მას 4 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა
ფრიდრიხ მერცი - დღეს რუსეთს აქვს შესაძლებლობა, დათანხმდეს ცეცხლის შეწყვეტას და შეწყვიტოს სამხედრო მოქმედებები
გრიგოლ გეგელია - 10 წლის წინ „ქართულმა ოცნებამ“ დაპირება გასცა, რომ წყალტუბოში 5-ვარსკვლავიან სასტუმროს გააკეთებდნენ, თუმცა აქ კვლავაც „ქოცური“ ნანგრევებია
თედო აბრამოვი - მადლობა ღმერთს, ჩემი უდანაშაულობა დამტკიცდა - ბევრი უდანაშაულო ადამიანი ჰყავთ გამოკეტილი და ეს სიტუაცია უნდა გამოვასწოროთ
ექვსი არასამთავრობო ორგანიზაცია - ანტიკორუფციული ბიუროს წერილი მივიღეთ, რომლითაც ე.წ. უცხოური აგენტების რეგისტრაციის შესახებ კანონის დარღვევას გვედავებიან და სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობით გვემუქრებიან

დონალდ ტრამპის და ვლადიმერ პუტინის მოლაპარაკებები უშედეგოდ დასრულდა

16.08.2025 ნახვები: 226

ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე, ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. ცოტა ხანში ზელენსკის დავურეკავ, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ალასკაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან ერთად გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

“მადლობა, ბატონო პრეზიდენტო. ძალიან საფუძვლიანი და ჩემი რწმენით, ძალიან პროდუქტიული შეხვედრა გვქონდა. ბევრ საკითხზე შევთანხმდით, ვიტყოდი, რომ უმეტესობაზე. ზოგიერთ დიდ საკითხზე ბოლომდე ვერ შევთანხმდით, მაგრამ წინ წავიწიეთ. შეთანხმება არ არის, სანამ შეთანხმება არ იქნება. ნატოს წარმომადგენლებს დავურეკავ ცოტა ხანში. სხვადასხვა ხალხს დავურეკავ, ვინც მგონია, რომ სათანადოა. რა თქმა უნდა, პრეზიდენტ ზელენსკის დავურეკავ და დღევანდელ შეხვედრაზე ვეტყვი. საბოლოო ჯამში ეს მათზეა დამოკიდებული დათანხმდებიან თუ არა იმას, რასაც მარკომ [რუბიო] და სტივმა [უიტკოფი] მოიფიქრეს…ძალიან ველით შეთანხმებას. ნამდვილად დიდ პროგრესს მივაღწიეთ დღეს", - განაცხადა ტრამპმა.

პრესკონფერენციის შემდეგ ტრამპმა და პუტინმა ჟურნალისტების კითხვებს არ უპასუხეს და ისე დატოვეს დარბაზი.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა