გრიგოლ გეგელია - დიდი ტრაგედია და სირცხვილია, რომ 17 წლის თავზე, ამ ქვეყანას მართავს დე-ფაქტო რეჟიმი, რომელიც ამბობს, რომ ომი საქართველომ დაიწყო
ნეთანიაჰუ - ღაზის სექტორში ახალი შეტევა საკმაოდ სწრაფად დაიწყება
თიბისი ბიზნესდაჯილდოება 2025-ის გამარჯვებული აგროლაბი - სანდოობა, როგორც ინოვაცია
War update: 137 combat engagements recorded over past 24 hours
Ukrainian air defense forces neutralize 59 enemy drones overnight
Russia's war casualty toll in Ukraine climbs by 1,000 over past day
Russians complain about bombs dropped by their own aircraft on residential areas – Ukrainian intelligence
Wheat field burns down in Sumy region after drone attack

ვოლოდიმირ ზელენსკი - გვესმის რუსების განზრახვა, მოატყუონ ამერიკა, ჩვენ ამას არ დავუშვებთ

11.08.2025 ნახვები: 220

უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, რუსები ამერიკის მოტყუებას აპირებენ, თუმცა უკრაინა ამას არ დაუშვებს.

„ჩვენი გუნდი შეერთებულ შტატებთან მუშაობს. არც ერთი დღით არ ვწყვეტთ კომუნიკაციას იმის შესახებ, თუ როგორ უზრუნველვყოთ რეალური მშვიდობა. ჩვენ გვესმის რუსების განზრახვა, სცადონ ამერიკის მოტყუება. ჩვენ ამას არ დავუშვებთ“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ.

„ყველა ხედავს, რომ რუსეთმა არ გადადგა არც ერთი რეალური ნაბიჯი მშვიდობისკენ, არც ერთი ნაბიჯი ხმელეთზე ან ჰაერში, რასაც ადამიანების სიცოცხლის გადარჩენა შეეძლო“, - აღნიშნა ზელენსკიმ.

მისი თქმით, საჭიროა სანქციები და რუსეთზე ზეწოლა შეერთებული შტატების, ევროპისა და სხვა ქვეყნების მხრიდან.

„თუ რუსეთს არ სურს ომის შეჩერება, მაშინ მისი ეკონომიკა უნდა შეჩერდეს“, - აღნიშნა უკრაინის პრეზიდენტმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა