უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებით, უკრაინის წინააღმდეგ ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს და ევროპელი ხალხების უსაფრთხოების ინტერესებს უნდა შეესაბამებოდეს.
„ომის დასასრული სამართლიანი უნდა იყოს და მადლობელი ვარ ყველასი, ვინც ახლა უკრაინასთანაა, ჩვენს ხალხთანაა უკრაინაში მშვიდობის გამო, რადგან ეს იცავს ჩვენი ევროპელი ხალხების სასიცოცხლო და უსაფრთხო ინტერესებს“, - წერს ზელენსკი სოციალურ ქსელში.
მისი თქმით, უკრაინა აფასებს და სრულად უჭერს მხარს საფრანგეთის პრეზიდენტის ემანუელ მაკრონის, იტალიის პრემიერ-მინისტრის ჯორჯია მელონის, გერმანიის კანცლერის ფრიდრიხ მერცის, პოლონეთის პრემიერ-მინისტრის დონალდ ტუსკის, გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრის კირ სტარმერის და ევროკომისიის პრეზიდენტის ურსულა ფონ დერ ლაიენის ერთობლივ განცხადებას უკრაინაში მშვიდობის დამყარების შესახებ.