ვოლოდიმირ ზელენსკი - ომი სამართლიანად უნდა დასრულდეს
Ukrainian air defense neutralizes 70 of 100 Russian drones overnight
Leaders of several European countries and EU issue statement on peace in Ukraine
Presidents of Ukraine and Finland coordinate positions for joint work with U.S.
Scale similar to World War II: Tregubov says situation in Pokrovsk sector is most difficult in 2025
WSJ- უკრაინამ და ევროპელებმა აშშ-ს პუტინთან მოლაპარაკებების საკუთარი გეგმა წარუდგინეს
ემანუელ მაკრონი - საფრანგეთი, გერმანია და დიდი ბრიტანეთი უკრაინის მხარდაჭერის ერთგულები რჩებიან, უკრაინის მომავალი უკრაინელების გარეშე ვერ გადაწყდება
Path to peace must be determined only together with Ukraine - Zelensky

მიხეილ სააკაშვილი - რუსეთი ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია

07.08.2025 ნახვები: 234

ის, რაც მტერმა ვერ განახორციელა 2008-ში, მას გამოუვიდა 2012 წლის 1-ელი ოქტომბრის არჩევნებში მასიური ჩარევით და ივანიშვილის ხელისუფლებაში მოყვანით, - ამის შესახებ საქართველოს მესამე პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქის“ გვერდზე წერს.

როგორც სააკაშვილი აღნიშნავს, ახლა რუსეთი ივანიშვილის ხელით ცდილობს საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ, რაც მისი თქმით, არ გამოუვათ.

„ახლა რუსეთი გადასულია მისი ჰიბრიდული ოპერაციის ახალ ეტაპზე. ის ივანიშვილის და კრიმინალური სინდიკატის ხელით ცდილობს დაგვავიწყოს საკუთარი საამაყო ისტორია, დაგვიქვეითოს ეროვნული თვითშეფასება, რათა საბოლოოდ ადვილად დასამორჩილებლები გავხდეთ. არ გამოუვათ!“ - წერს მიხეილ სააკაშვილი „ფეისბუქზე“.

 

შეგახსენებთ, რომ აგვისტოს ომიდან 17 წელი გავიდა. 2008 წლის აგვისტოს რუსეთ-საქართველოს ომში საქართველოს თავდაცვის სამინისტროს 170 მოსამსახურე, შინაგან საქმეთა სამინისტროს 14 თანამშრომელი და 224 სამოქალაქო პირი დაიღუპა. დაჭრილ და დაშავებულ სამოქალაქო და სამხედრო პირთა რაოდენობა სულ 2 232-ს შეადგენს, მათ შორის, 1045 პირი სამხედრო მოსამსახურეა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა