კოლუმბიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობამ 250-ს გადააჭარბა
უკრაინული მედია: კრასნოდარის მხარეზე დრონებით მასშტაბური იერიში განხორციელდა, ნოვოროსიისკის მარცვლეულის ტერმინალმა მუშაობა შეაჩერა
ტრამპი ადასტურებს, რომ თურქეთიდან დაბრუნებისას უსაფრთხოების მიზნით ფარულად შეცვალა თვითმფრინავი
მთავრობა საგზაო უსაფრთხოების ახალ რეფორმებს გეგმავს – მკაცრი წესები ახალბედა მძღოლებისთვის, უკანა სავარძელზე ღვედის სავალდებულო გამოყენება და „ალკოჰოლური ბლოკირების“ სისტემის დანერგვა
კობახიძე: „არავითარი „სამხრეთ ოსეთის“ და აფხაზეთის რესპუბლიკა არ არსებობს“
უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დაადასტურეს, რომ რუსეთის ორენბურგის ოლქში მდებარე „ორსკნეფტეორგსინტეზის“ ნავთობგადამამუშავებელ ქარხანას დაარტყეს
გოჩა მირცხულავა - დადგით ბარემ ორჯონიკიძის ძეგლიც. ფორმალური ლოგიკა უკვე მზად გაქვთ
„როიტერი“: ყოფილი უკრაინელი ტყვეები და ოფიციალური კიევი რუსეთს სამხედრო ტყვეებისა და სამოქალაქო პირების სისტემატურ წამებაში ადანაშაულებენ

დონალდ ტრამპი - მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში

ნახვები: 497 დონალდ ტრამპი - მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში

მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპის პლატფორმა Truth Social-ზე წერს.

„რუსეთის ყოფილი პრეზიდენტის, დიმიტრი მედვედევის, ძალიან პროვოკაციული განცხადებების შემდეგ, რომელიც ახლა რუსეთის ფედერაციის უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილეა, ბრძანება გავეცი, რომ ორი ატომური წყალქვეშა ნავი იქნას განთავსებული შესაბამის რეგიონებში, მხოლოდ იმ შემთხვევისთვის თუ ეს სულელური და წამაქეზებელი განცხადებები უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ განცხადებები. სიტყვები ძალიან მნიშვნელოვანია და ხშირად შეუძლიათ გაუთვალისწინებელ შედეგებამდე მიყვანა, იმედი მაქვს, რომ ეს ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა არ იქნება“, - წერს ტრამპი.

ცნობისთვის, აქამდე მედვედევმა განაცხადა, რომ ტრამპი „რუსეთთან ულტიმატუმების თამაშს თამაშობს“ და „ყოველი ახალი ულტიმატუმი მუქარა და ომისკენ ნაბიჯია“, მაგრამ არა რუსეთსა და უკრაინას შორის, არამედ „საკუთარ ქვეყანასთან”.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა
ყველას ნახვა