დონალდ ტრამპი - მედვედევის პროვოკაციული განცხადებების შემდეგ ორი ატომური წყალქვეშა ნავი განვათავსე შესაბამის რეგიონებში
ელენე ხოშტარია - შევხვდი ლევან ხაბეიშვილს, მქონდა კომუნიკაცია „ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერებთან - სრულიად ვიაზრებ, რომ საზოგადოებას კამათი თავს არ უნდა მოვახვიოთ, მითუმეტეს ხისტი ფორმებით
დონალდ ტრამპი - 2025 წლის დასაწყისიდან უკრაინის წინააღმდეგ უაზრო ომში 112 500 რუსი ჯარისკაცი მოკვდა, ამავე პერიოდში, უკრაინამ დაახლოებით 8 000 ჯარისკაცი დაკარგა
Pentagon awards $3.5 billion AMRAAM missile contract, Ukraine among recipients
Zelensky on Russian attacks in July: 5,100 guided bombs, 3,800 drones, nearly 260 missiles
Russian attack on Kyiv: Death toll rises to 31, 159 injured
რუსეთის მიერ კიევზე 31 ივლისს მიტანილი იერიშის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 31-ს მიაღწია - დაღუპულთა შორის 5 ბავშვია
მაია მწარიაშვილი - ბრალდება ირაკლი დგებუაძის პირად ადვოკატად იქცა

ადვოკატი - ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ და როგორ გადაადგილდებოდა, ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა

01.08.2025 ნახვები: 232

ლაშა ცანავას შესთავაზეს თანხა, რომ ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა, ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ, როგორ გადაადგილდებოდა, ეთქვა, - ამის შესახებ დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის საქმეზე დაკავებული „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრის, ლაშა ცანავას ადვოკატმა, ლაშა ტყეშელაძემ განაცხადა.

მისივე განმარტებით, ცანავა დააკავეს, რადგან სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს მისი გადაბირება არ გამოუვიდა.

„ლაშა ცანავას პატიმრობას არავითარი საფუძველი არ ჰქონდა, რადგან არავითარი მტკიცებულება არ არსებობს, რომ მან დანაშაული ჩაიდინა. ეს საქმე არის პოლიტიკურად მოტივირებული, „შეკერილი“ და დღეს ლაშა ცანავამ თქვა, უნდოდათ, რომ ლევან ხაბეიშვილზე რამენაირად ზეწოლა მოეხდინათ. მას შესთავაზეს თანხა, რომ ყველა ინფორმაცია სუს-თან მიეტანა, ე.წ. აგენტი გამხდარიყო და ლევან ხაბეიშვილი სად, რატომ, როგორ გადაადგილდება ეთქვა. ეს პირდაპირ მიუთითებს, რომ ლევან ხაბეიშვილის ეშინიათ, მაგრამ ლაშა ცანავამ არ აიღო თანხა, არ აიღო მატერიალური სარგებელი, რასაც სუს-ი სთავაზობდა, ის არის ადამიანი, რომელმაც არ გაყიდა ძმაკაცი, მან რაინდული საქციელი ჩაიდინა. დღეს სუს-მა და პროკურატურამ კი გამოკეტა.

ორი მაღალი თანამდებობის პირის შეთავაზება პირდაპირ მიუთითებს, რომ ეს არის სისხლის სამართლის დანაშაული და პროკურატურა ამით უნდა დაინტერესდეს. უნდოდათ ხაბეიშვილზე რამენაირად ზემოქმედება მოეხდინათ, დაეჭირათ, აინტერესებდათ ხაბეიშვილი, როგორ, ვისთან ერთად გადაადგილდება, ამის გამო უდანაშაულო ლაშა ცანავა დააკავეს, საქმე „შეუკერეს“, უნდოდათ გადაებირებინათ, შესთავაზეს ფული, სარგებელი, მაგრამ ლაშა ცანავამ, რა თქმა უნდა, უარი განაცხადა და ის დააკავეს.

როგორც ლაშა ცანავამ თქვა, მას უთხრეს, რომ ძალიან სწყინდა სუს-ის დღევანდელ უფროსს ლევან ხაბეიშვილი „ფოხანას“ რომ ეძახდა“, - განაცხადა ტყეშელაძემ.

ცნობისთვის, ლაშა ცანავას ბრალდება გუშინ წაუყენეს. პროკურატურის ინფორმაციით, ლაშა ცანავა უცხო ქვეყნის მოქალაქეს გავლენიანი ნაცნობების მეშვეობით საქართველოში ერთწლიანი ბინადრობის ნებართვის მიღებას შეჰპირდა, რის სანაცვლოდაც მას 5 600 ამერიკული დოლარი მოსთხოვა.

ლაშა ცანავა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა დააკავეს. მას ბრალდება დიდი ოდენობით თაღლითობის მცდელობის ფაქტზე წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად ჯარიმას, ან ექვსიდან ცხრა წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა