უკრაინის უმაღლესმა რადამ ანტიკორუფციული ორგანოებისთვის დამოუკიდებლობის აღდგენის შესახებ ვოლოდიმირ ზელენსკის კანონპროექტი მიიღო
საქართველოში აშშ-ის საელჩო - აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს - შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში
თიბისის Crash კურსები გოგონებისთვის: განათლების პლატფორმა სტუდენტებისთვის
საქართველოში 4 აგვისტომდე ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება, ზოგან 38-40 გრადუსამდე
“ნიკორა ტრეიდის“ 120 მილიონი ლარის ობლიგაციების პროგრამა, თიბისი კაპიტალის მხარდაჭერით, სრულად განთავსდა
ანდრეი სიბიგა - ალბათ დროა, ნულამდე შევამციროთ ყველა ის ვადა, რომელიც პუტინს მიეცა
ანაკლიის განვითარების კონსორციუმი და ინვესტორი ბობ მეიერი ანაკლიის პორტის პროექტთან დაკავშირებით მიღებულ საარბიტრაჟო გადაწყვეტილებაზე განცხადებას ავრცელებენ
„ლელო - ძლიერი საქართველო“ - ხელისუფლება და იუსტიციის სამინისტრო ტყუის, როცა მამუკა ხაზარაძეს და ბადრი ჯაფარიძეს ახსენებს ვაშინგტონის არბიტრაჟთან მიმართებით - ეს იყო ინვესტორ ბობ მეერის დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ

ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ - არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი

30.07.2025 ნახვები: 254

4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“! არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს, ვის რა შიში, შფოთვა და წუხილი აქვს, მაგრამ ერთი რამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას, რომელსაც „არჩევნები“ ჰქვია, უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი! - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ პოლიტსაბჭოს თავმჯდომარე, ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ხაბეიშვილის თქმით, გამარჯვება შესაძლებელია.

„და კიდევ, ერთ საინტერესო და აქტუალურ თემაზე - არ ვიცი, ვინ რას ფიქრობს და ვის რა შიშები, შფოთვები და წუხილები აქვს, მაგრამ 4 ოქტომბერი არის ბუნებრივი „დედლაინი“! ივანიშვილის რუსულ ოპერაციას სახელად -„არჩევნები“ უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი პროტესტი!

ასიათასობით უნდა შევიკრიბოთ და რეალურად, არეული, იზოლაციაში მყოფი ქვეყანა დავალაგოთ, დავაწყნაროთ და განვითარების გზაზე გადავიყვანოთ.

იქნება თუ არა რთული? - დიახ იქნება!

არის თუ არა შესაძლებელი გამარჯვება? - ცხადია არის!

ამიტომ, ვისაც ეს ქვეყანა უყვარს პარტიული კუთვნილებების გარეშე, დავდგეთ ერთად და ვაჩვენოთ შიდა და გარე მტერსაც, რომ ბრძოლა არ შეგვიწყვეტია და მეტიც, მზად ვართ გავიმარჯვოთ!“, - წერს ლევან ხაბეიშვილი სოციალურ ქსელში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა