ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო საქართველოში მოქალაქეებს აფრთხილებს, რომ აშშ-ში ვიზიტისას დაიცვან კანონი,წინააღმდეგ შემთხვევაში, სამართლებრივ პრობლემებთან ერთად, შესაძლებელია ვიზასთან დაკავშირებული პრობლემებიც შეექმნათ.
ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის საელჩო საქართველოში სოციალურ ქსელში ავრცელებს.
„აშშ-ში ძალადობის, ქურდობის ან ძარცვის ჩადენა მხოლოდ სამართლებრივ პრობლემებს არ იწვევს, შესაძლებელია, გაგიუქმონ ვიზა, ან ვეღარ შეძლოთ ვიზის აღება მომავალში. შეერთებული შტატები დიდ მნიშვნელობას ანიჭებს კანონის უზენაესობას და უცხოელი ვიზიტორებისგან ამ კანონების დაცვას მოელის“,- ნათქვამია ინფორმაციაში.