„ქართული ოცნება“ თბილისის მერობის კანდიდატად კახა კალაძეს წარადგენს
დონალდ ტრამპმა რუსული იარაღისა და ნავთობის ყიდვის გამო, ინდოეთს 25%-იანი ტარიფები და ჯარიმა დაუწესა
ლევან ხაბეიშვილი - 4 ოქტომბერი ბუნებრივი „დედლაინია“ - არ ვიცი, ვის რა შიში აქვს, მაგრამ ცხადია: ივანიშვილის რუსულ ოპერაციას უნდა დავუპირისპიროთ მძლავრი, ერთიანი და ორგანიზებული პროტესტი
თიბისი ტექსკოლა: განათლების პლატფორმა მოსწავლეებისთვის
შუქურას საზაფხულო სერიები თიბისი კონცეპტის და Visa-ს მხარდაჭერით გაიმართება
თიბისი და VELI.store შენი საზაფხულო შოპინგისთვის ერთიანდებიან
გიორგი ბაჩიაშვილი - მე ვარ არა პატიმარი, არამედ ტყვე, გატაცებული, დამწყვდეული, ნაწამები მხოლოდ იმისთვის, რომ ივანიშვილმა რამენაირად ფული გამომძალოს
ლევან ხაბეიშვილი - თუ ვინმეს ჰგონია, რომ ლაშა ცანავას სახელს დავემალები, ძალიან შემცდარა! - ჩემი ძმაკაცია - შეხება ჰქონდა უცხო ქვეყნის მოქალაქეებთან და დახმარებას თუ სთავაზობდა საბუთების მოწესრიგებაში, დანაშაული სად არის?

ამერიკელი სენატორი - პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს

30.07.2025 ნახვები: 260

პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს, - ამის შესახებ ამერიკელმა სენატორმა, რიჩარდ ბლუმენტალმა განაცხადა.

„ჩვენ სანქციების კანონპროექტზე კენჭისყრა უნდა დავაჩქაროთ. ყველაფერი, რასაც პრეზიდენტი აკეთებს, ეს სწორი მიმართულებაა, მაგრამ მე მხარს ვუჭერ იმას, რომ სანქციები 500%-იანი იყოს და არა 100%-იანი“, - განაცხადა რიჩარდ ბლუმენტალმა.

მისი თქმით, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტს, 100-დან 85 სენატორი უჭერს მხარს და საჭიროების შემთხვევაში 90 ხმის მოპოვებაც შესაძლებელია.

„ვფიქრობ, რომ კენჭისყრა აუცილებელია. ახლა მოქმედების დროა და არა მხოლოდ პრეზიდენტის აღმასრულებელი ბრძანების, არამედ საკანონმდებლო ინიციატივის, რათა პრეზიდენტსა და კონგრესს შორის ერთიანობა და უკრაინის მიმართ ერთგულება ვაჩვენოთ“, - აღნიშნა ამერიკელმა სენატორმა.

ცნობისთვის, რუსეთის წინააღმდეგ სანქციების კანონპროექტის ავტორები სენატორები ლინდსი გრემი (რესპუბლიკური პარტია) და რიჩარდ ბლუმენტალი (დემოკრატიული პარტია) არიან. კანონპროექტი იმ ქვეყნების წინააღმდეგ, რომლებიც რუსულ ნავთობს ყიდულობენ, 500%-იანი ტარიფების დაწესებას ითვალისწინებს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა