ამერიკელი სენატორი - პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს
Russian army loses 890 soldiers in war against Ukraine in one day
Two Ukrainian infantrymen attack Russian assault troops and take them prisoner
Shmyhal, Pistorius discuss Ramstein meeting outcomes and Ukraine’s defense needs
Trump gives Russia ten days to cease fire in Ukraine
აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა
დონალდ ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ვადის შემცირებაზე - დღეიდან 10 დღე - ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

ლევან ხაბეიშვილი - „ოცნება“ ისტერიკაშია, ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება

29.07.2025 ნახვები: 237

„ოცნება“ ისტერიკაშია და აბსოლუტურად სწორად. ვინც ფიქრობს, რომ მარტივად დამაკავებენ, ძალიან ცდება – დაველოდოთ, ვნახავთ, ვინ, ვის დაიჭერს“ - ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის” „ფეისბუქის“ ერთ-ერთ გვერდზე „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ გავრცელებულ პოსტს.

ხაბეიშვილის განმარტებით, “შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, თითქოს უნდა დააკავონ”.

„ღამის 12-ის ნახევარზე დადეს პოსტი, რომ ხაბეიშვილი უნდა დაიჭირონ, ეს არის შს სამინისტროს ოფიციალური გვერდი. ყველამ კარგად იცის, რომ ამ გვერდს სტრატეგიული კომუნიკაციების ხელმძღვანელი მართავს, სხვათა შორის, ასეთი სიგიჟე არასდროს დაუწერიათ - ციხის კარები გაიხსნა, რომ ყოველ საღამოს ჩემი მოსმენით დაიღალნენ და ა.შ. ეს ყველაფერი აჩვენებს აბსოლუტურ დეზორგანიზებას „ოცნებასა“ და შსს-ში. ახლა რაღაცნაირად ცდილობენ, ხაბეიშვილზე თითქოს ფსიქოლოგიურად იძალადონ, რომ დამაკავებენ. ძალიან ცუდი წარმოდგენა გქონიათ ჩემზე ბიჭებო, ასე მარტივად არ არის საქმე, ვინ ვის დაიჭერს, მაგასაც ვნახავთ, დაგველოდეთ, ძალიან ბევრი საინტერესო რამ ვიცი თქვენს შესახებ. მესმის მათი ისტერიკის და აბსოლუტურად სწორად არიან ისტერიკაში, აბსოლუტურად სწორად ღელავს მინისტრად წოდებული გელა, გეკა თუ ჯეკა. ვწუხვარ, მაგრამ აბსოლუტურ სიგიჟეში ხართ ბიჭებო”, - მიმართავს ლევან ხაბეიშვილი შინაგან საქმეთა სამინისტროს.

ცნობისთვის, გუშინ, „ფეისბუქ“ გვერდზე - „ყველაფერი პოლიციის შესახებ“ გამოქვეყნდა პოსტი, სადაც აღნიშნული იყო, რომ „ლევან ხაბეიშვილისთვის ციხის კარები გაიხსნა“. მოგვიანებით, გვერდმა აღნიშნული პოსტი წაშალა, გვერდის ადმინისტრაციამ კი განმარტა, რომ გვერდს შსს-ის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტი არ მართავს“.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა