არ ვაპირებთ არანაირ შეწყალებაზე მივმართოთ ე.წ. პრეზიდენტს!,- ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ირაკლი ქერაშვილმა სასამართლო სხდომაზე განაცხადა.
ირაკლი ქერაშვილის თქმით, ის უერთდება სხვა ბრალდებულების უარს შეწყალებით მიმართვაზე და ბოდიში მოხდაზე.
„არ ვაპირებთ არანაირ შეწყალებაზე მივმართოთ ე.წ. პრეზიდენტს!
მინდა დავამატო, რომ დღეს რაც არ უნდა გამაღიზიანებელი იყოს მოწმის საუბარი, მინდა, შეინარჩუნოთ სიმშვიდე, ვინაიდან ჩვენი აქ ყოფნის მიზეზი ხართ თქვენ და თქვენი ნახვა”,- განაცხადა ირაკლი ქერაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.