ამერიკელი სენატორი - პუტინი დამატებით დროს არ იმსახურებს
Russian army loses 890 soldiers in war against Ukraine in one day
Two Ukrainian infantrymen attack Russian assault troops and take them prisoner
Shmyhal, Pistorius discuss Ramstein meeting outcomes and Ukraine’s defense needs
Trump gives Russia ten days to cease fire in Ukraine
აშშ-ის სახდეპის პრესსპიკერი - დონალდ ტრამპის მოთმინება ზოგიერთმა ადამიანმა არასწორად აღიქვა
დონალდ ტრამპი რუსეთისთვის მიცემული ვადის შემცირებაზე - დღეიდან 10 დღე - ამის შემდეგ ტარიფებსა და სხვა რაღაცებს შემოვიღებთ
თიბისი კონცეპტის და Visa-ს შეთავაზებები თბილისის საცურაო აუზებზე

ჯანო არჩაია - რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება!

29.07.2025 ნახვები: 242

რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს. ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება, - ამის შესახებ საპროტესტო აქციაზე დაკავებულმა ერთ-ერთმა პირმა, ჯანო არჩაიამ სასამართლო სხდომაზე განაცხადა.

მისი განმარტებით, არც თავად და არც მასთან ერთად მყოფი სხვა დაკავებულები მიხეილ ყაველაშვილისთვის შეწყალების თხოვნით მიმართვას და ბოდიშის მოხდას არ აპირებენ.

„მინდა დავამატო და მინდა მივმართო ე.წ. მამაოებს, რომლებიც წვერებით დადიან, მინდა გაიხსენონ, ვის ემსახურებიან - ღმერთს თუ სატანას. როცა მოუწოდებთ მრევლს, სულიერ შვილებს, ერთი დაფიქრდით, თავად თქვენს შვილებს როგორ უბრაგუნებდნენ, როგორ სცემენ ციხეში და სამი წლის ბავშვებს ქუჩაში ყრიან. ეს პოლიტიკას აღარ ეხება და ხმა ამოიღეთ... რაც შეეხება შეწყალებას, ჩვენ სამათხოვრო არავისი არაფერი გვჭირს, ჩვენ ვიბრძოლებთ ბოლომდე, როგორც საჭირო იქნება“, - განაცხადა ჯანო არჩაიამ.

ცნობისთვის, პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციების დროს, ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით 11 პირი დააკავეს.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა