7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი - ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული
პროკურატურა - თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის იარაღი, გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში
გოჩა მირცხულავა: რიჟვაძეს კი არა, ღარიბაშვილსა და კალაძეს ერთდროულად ესროლეს ეს ტყვია
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
პროკურატურა - ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“
რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
ალბი კორძაიას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

პროკურატურა - თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის იარაღი, გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში

08.07.2025 ნახვები: 221

პროკურატურის ინფორმაციით, თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ალექსი ახვლედიანს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში.

როგორც პროკურატურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, თავად ალექსი ახვლედიანს ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

„საქართველოს პროკურატურამ ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვის ფაქტზე, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია, ერთ პირს ბრალდება წარუდგინა.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 6 ივლისს, საღამოს საათებიდან თ.რ. სტუმრად იმყოფებოდა, ქ. საგარეჯოში, თავისი მეგობრის ა. ა.-ს სახლში. 7 ივლისს, დაახლოებით 01:10 საათიდან 01:30 საათამდე პერიოდში, თ.რ.-მ მალულად აიღო ა. ა.-ს კუთვნილი „გლოკის“ სისტემის ცეცხლსასროლი იარაღი, რომელიც ა.ა.-ს დაუდევრად ჰქონდა დატოვებული თავისი საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ არსებულ შემინულ ფანჩატურში, შემდეგ ასევე მალულად გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელ ოთახში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში, რამაც მძიმე ხარისხის ჯანმრთელობის დაზიანება გამოიწვია.

სამართალდამცველებმა ა.ა. იმავე დღეს დააკავეს. დაკავებულს ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 238-ე მუხლით (ცეცხლსასროლი იარაღის დაუდევრად შენახვა, რამაც მძიმე შედეგი გამოიწვია) წარედგინა, რაც სასჯელის სახედ და ზომად სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პროკურატურა სასამართლოს კანონით დადგენილ ვადაში მიმართავს ბრალდებულისთვის აღკვეთი ღონისძიების შეფარდების მოთხოვნით“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა