7-ქალას ევროპული თავგადასავალი - ეტაპი, უფრო დიდი წარმატების მისაღწევად
ზვიად ცეცხლაძისა და კიდევ 7 პირის საქმეზე მოწმე პოლიციელი - ვერც დავადასტურებ და ვერც უარვყოფ, რომ მათ მიერ ნასროლი პიროტექნიკით ვარ დაზიანებული
პროკურატურა - თორნიკე რიჟვაძემ მალულად აიღო ალექსი ახვლედიანის იარაღი, გადაიტანა სტუმრისთვის განკუთვნილ საძინებელში და მარტო დარჩენილმა, თვითმკვლელობის მიზნით ისროლა გულმკერდის არეში
გოჩა მირცხულავა: რიჟვაძეს კი არა, ღარიბაშვილსა და კალაძეს ერთდროულად ესროლეს ეს ტყვია
6 თვიანი უფასო მიტანის სერვისი Glovo-ზე ახალი თიბისი კონცეპტ ბარათის მფლობელებისთვის
პროკურატურა - ე.წ. „ფაშისტური“ იდეოლოგიის ჯგუფის წევრებმა, არასრულწლოვანი დანებისა და პისტოლეტების გამოყენების მუქარით აიძულეს დამდგარიყო მუხლებზე, მიაყენეს დაზიანებები, აიძულეს ბოდიში მოეხადა დაჯგუფების „ლიდერისთვის“
რუსეთის სასამართლომ უკრაინაში მებრძოლ ქართველს 14-წლიანი პატიმრობა დაუსწრებლად მიუსაჯა
ალბი კორძაიას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

ალბი კორძაიას პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა

08.07.2025 ნახვები: 254

აქტივისტ ალბი კორძაიას ინფორმაციით, პოლიციელ ბიძინა ჟამერაშვილის შეურაცხყოფის საქმეზე 5-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა. აღნიშნულის შესახებ ის სოციალურ ქსელში წერს.

„სასამართლო ბიძინა ჟამერაშვილის საქმეზე ჩატარდა დღეს, ბათუმის საქალაქო სასამართლოში. მოსამართლე ეკატერინე კახნიაშვილი. განაჩენი - პატიმრობა 5 დღე.

ვემზადები, მივდივარ ზაჰესის იზოლატორთან“, - წერს ალბი კორძაია.

ინფორმაციისთვის, აქტივისტმა, ალბი კორძაიამ 28 ივნისს, პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით დაკავებული 21 წლის მათე დევიძის საქმეში მოწმე პოლიციელს ბიძინა ჟამერაშვილს ვიდეო გაავრცელა. ვიდეოში ჩანს, რომ აქტივისტი პოლიციელს შემდეგი ფრაზებით მიმართავდა: „ბიჭები ციხეში უნდა იყვნენ და შენ მანდ [ბათუმში] უნდა იყო? დაწყევლილი იყავი მთელი ოჯახით. ბიჭები გყავს ციხეში გაშვებული უნამუსო, ნამუსგარეცხილო“.

შეგახსენებთ, ალბი კორძაიას მიმდინარე წლის 4 ივნისს 10-დღიანი პატიმრობა პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის თავმჯდომარის, თეა წულუკიანის შეურაცხყოფის საქმეზეც შეეფარდა. შსს-ს წარმომადგენლების განცხადებით, 2 აპრილს, ალბი კორძაიამ თეა წულუკიანს ხმის გამაძლიერებლით „რუსეთის მონა“ და „ქვეყნის მოღალატე“ უწოდა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა