ივანიშვილის განცხადება - დიპლომატიურად არაეთიკური ანუ „მტკიცე ლიდერი“ რუსული გეგმის შეფუთვას ცდილობს
აქტივისტ უჩა ქემაშვილს სასამართლომ 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.
აღნიშნული გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ, დავით თეთრაულმა მიიღო.
ცნობისთვის, აქტივისტი, უჩა ქემაშვილი 26 მაისს ვარკეთილში, ადმინისტრაციული წესით დააკავეს. მის წინააღმდეგ გამოძიება 173-ე მუხლით მიმდინარეობდა, რომელიც პოლიციისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს. თუმცა როგორც დაკავებული აქტივისტი განმარტავდა, მის წინააღმდეგ დევნა რუსთაველის გამზირზე, პარტია „ქართული ოცნების“ დროშის დაწვის გამო დაიწყო.