ჯო უილსონი - ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს
ფრიდრიხ მერცი - ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე
ბექა პაპაშვილს, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ აქტივისტ უჩა ქემაშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
ადვოკატი ზვიად კორძაძე - პირი, რომელმაც ბადრო ჯაფარიძეს კომისიაზე მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის ყალბი კომისია, რომელმაც გადაწყვიტა, პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე გამოძიებაზე, რომელთანაც კავშირი არ მაქვს
უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს
მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში?

უკრაინამ ბრიანსკში სამიზნეებს დაარტყა, განადგურებულია “ისკანდერის” სისტემები

05.06.2025 ნახვები: 267

უკრაინამ რამდენიმე რამდენიმე “ისკანდერ” სარაკეტო სისტემა გაანადგურა. ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი ავრცელებს.

“დღეს უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, უკრაინის უსაფრთხოების სამსახურთან და თავდაცვის ძალების სხვა ნაწილებთან თანამშრომლობაში, სარაკეტო დარტყმა განახორციელეს რუსეთის სარაკეტო ძალების ქვედანაყოფის კონცენტრაციის ადგილზე.

რუსეთის არმიის 26-ე სარაკეტო ბრიგადის ქვედანაყოფი, ბრიანსკის რეგიონის ქალაქ კლინციდან, ცდილობდა ერთ-ერთი უკრაინული ქალაქის სავარაუდოდ, კიევის დაბომბვას.

ეფექტიანის დაზვერვის წყალობითა და უკრაინის შეიარაღებული ძალებისა და უსაფრთხოების სამსახურის კოორდინირებული მუშაობის შედეგად, სამიზნეები წარმატებით დაიბომბა. ერთი რუსული სარაკეტო სისტემა აფეთქდა, კიდევ ორი სავარაუდოდ დაზიანდა.

დარტყმის შედეგები დგინდება”, - ნათქვამია განცხადებაში.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა