ჯო უილსონი - ამერიკა გვერდში უდგას ქართველ ხალხს
ფრიდრიხ მერცი - ნატო-დან გასვლის შესაძლებლობის შესახებ კითხვაზე ტრამპისგან მკაფიო „არა“ მოვისმინე
ბექა პაპაშვილს, რომელსაც თეა წულუკიანის შეურაცხყოფას ედავებოდნენ, 7-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეეფარდა
სასამართლომ აქტივისტ უჩა ქემაშვილს 10-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა
ადვოკატი ზვიად კორძაძე - პირი, რომელმაც ბადრო ჯაფარიძეს კომისიაზე მოწვევა გამოაგზავნა, საერთოდ არ არის კომისიის თანამშრომელი
ბადრი ჯაფარიძე - ეს არის ყალბი კომისია, რომელმაც გადაწყვიტა, პოლიტიკური დევნისთვის დავებარებინე გამოძიებაზე, რომელთანაც კავშირი არ მაქვს
უკრაინის გენშტაბი - უკრაინის თავდაცვის ძალებმა რუსეთში ორ სამხედრო აეროდრომს დაარტყეს
მამუკა ხაზარაძე მოსამართლეს - წულუკიანი რატომ არ მოიყვანეთ სასამართლოში?

სალომე ზურაბიშვილი - პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია

05.06.2025 ნახვები: 246

ამ რეჟიმის პირობებში საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია - ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე, ამ ნახევრად ჩამოშლილ რეჟიმს, მივცეთ ის გამარჯვება, რაც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე - პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ, რომ ერთიანობა აუცილებელია,- ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა ბრიფინგზე განაცხადა.

ზურაბიშვილის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ როგორც შიგნიდან, ისე გარედან „გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე“.

„საპარლამენტო არჩევნებიც შეუძლებელია დღევანდელ პირობებში, როგორც არის, უცვლელად და ამ რეჟიმის პირობებში. ამიტომ არის, რომ პლატფორმის პირობებში შევიმუშავეთ დოკუმენტი, რომელიც შეთანხმებულია და აღნიშნავს ყველა იმ პირობას, ყველა იმ ცვლილებას, რაც უნდა იყოს შემოტანილი, როგორც საპარლამენტო არჩევნების წინაპირობა. ეს არის ის პირობები, რომლებიც წარვუდგინეთ, მაგრამ უნდა გავაგრძელოთ, არამხოლოდ საზოგადოებას, არამედ ჩვენს პარტნიორებს და ამ კუთხით გაგრძელდეს ზეწოლა რეჟიმზე. გარედან სანქციებით და პარტნიორების ზეწოლით. შიგნიდან პროტესტით, რომელიც არის ყველაზე ძლიერი ამ სამი კომპონენტიდან, რომელიც აუცილებელია. ასევე, პარტიებიდან, პოლიტიკური სპექტრიდან, რომელიც იქნება ეფექტური მხოლოდ მაშინ, თუ არის ერთიანი. ერთიანობის გარეშე დავიხუროთ ქუდები და წავიდეთ ცალ-ცალკე და ამ რეჟიმს, რომელიც ნახევრად ჩამოშლილია, მივცეთ ის გამარჯვება, რომელიც არც ეკუთვნის და ვერც აღწევს იმ პროტესტზე და იმ საზოგადოებაზე, რომელიც ასე შემართებით იბრძვის დღემდე.

ამიტომ, პოლიტიკური პარტიების პოლიტიკური პასუხისმგებლობაა, რომ დაყენდნენ და მიხვდნენ იმას, რომ ერთიანობა აუცილებელია და ისიც, რომ სიტუაცია კარგად გაიგონ. რაც დროს გადის უფრო რეალურია, რომ საპარლამენტო და ადგილობრივი არჩევნები ერთობლივად იყოს. მაგრამ ეს არჩევნები მიღწეული იქნება მხოლოდ თუ პროტესტი გაგრძელდა, მხოლოდ თუ ჩვენი უცხოელი პარტნიორების ზეწოლა გაგრძელდა და თუ პოლიტიკურმა პარტიებმა შეძლეს ერთობლივად წარადგინონ თავიანთი ხედვა, თავიანთი ალტერნატივა მომავლისთვის. არავის არასდროს არ უნდა, რომ შეიცვალოს რამე, რათა ვაკუუმი შედგეს ქვეყანაში. ყველას პასუხისმგებლობა ძალიან დიდია. ჯერ დავფიქრდეთ და მერე ვილაპარაკოთ!“ - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

ყველას ნახვა
ყველას ნახვა